„დღეს პომიდვრის ჩითილები მოვრწყე შემდეგ კი ტელევიზიაში წავედი“ - ნიკა წულუკიძე

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ ონლაინ სტუმარია თეატრთმცოდნე და ტელეწამყვანი, ნიკა წულუკიძე, სტუმარმა თვითიზოლაციაში გატარებულ დღეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ნიკა, როგორია შენი განწყობა და როგორ ატარებ თვითიზოლაციის პერიოდს?

განწყობა ამაღლებულია. მიუხედავად იმისა, რომ თვითიზოლაციაში ვიმყოფები, უკეთეს მომავალზე ვფიქრობ. გადაცემები ტელევიზიასა და რადიოში კვლავ მაქვს, თუმცა, აი თეატრზე მართლაც ვნერვიულობ, იმიტომ რომ ახლო პერსპექტივაში არაფერი ჩანს. ეს კორონა მალე უნდა წავიდეს, რომ გვიან შემოდგომაზე მაინც დაიწყოს თეატრმა აქტიურად ფუნქციონირება.

ტელეკომპანია „იმედზე“ ძალიან სანტერესო გადაცემა „ავტოგრაფი“ მიგყავს, გვესაუბრე ამის შესახებ…

ის რაც ახლა გადის, ჩანაწერებია, სანამ თვითიზოლაციის პერიოდი დაიწყებოდა, მანადე ჩაიწერა. მაყურებელს წინ ძალიან საინტერესო გადაცემები ელოდება.

ნიკა წულუკიძე და სალომე გოგიაშვილი სტუმრად ,,ვიზიტორში"

Posted by Radio Fortuna Plus 103,5 Fm / FortunaPlus.ge on პარასკევი, 15 მაისი, 2020

 

ნიკა, თვითიზოლაციის პერიოდში თუ აღმოაჩინე საკუთარ თავში რაიმე ახალი?

არა, უფრო ფიქრის შესაძლებლობა მომეცა, ჩემს შვილს ძალიან უხარია, რომ დედასა და მამას ერთად ხედავს და გაიგო, რომ თურმე შესაძლებელია მამამ მას ზღაპარი წაუკითხოს. კორონაში ოდეალური მამა გავხდი. თუმცა ძალიან რთულია ეს ყველაფერი, შეიძლება ადამიანი სულაც არ გადიოდეს სახლიდან, მაგრამ რომ იცი, რომ არ უნდა გახვიდე, უფრო რთული ხდება, მაგრამ მგონია, რომ მალე გაივლის ეს ყველაფერი და ჩვეულ რიტმსაც მალე დაბვუბრუნდებით.

რას საქმიანობ სახლში?

ჩვენ პატარა ბაღი გავქვს და ვთოხნე, ვბარე, ვთესე, მიწას მივუბრუნდი. სხვათა შორის, მგონია, რომ ამ თვითიზოლაციით სოფელი უფრო დაფასდება. კიდევ მინდა ვთქვა, რომ თუკი ბევრმა თვითიზოლაციაში მზარეულობა დაიწყო, მე ეს უკვე დავამთავრე, 10 წელი პირდაპირ ეთერში სუპები ვხარშე.

როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, როგორ აპირებ ცხოვრების გაგრძელებას?

განსაკუთრებულს არაფერს ვგეგმავ. იმედი მაქვს, რომ მომეცემა შესაძლებლობა, იგივე რიტმით გავაგრძელო ყველაფერი. მთავარია ხალხი გამოვიდეს ქუჩაში და კორონას შიში გადავლახოთ.

რას ურჩევ საზოგდოებას?

უნდა დავძლიოთ ყოველივე ეს, წინ ძალიან რთული პერიოდი გველოდება. ირგვლივ ბევრს გაუჭირდა და ერთმანეთს უნდა მივეხმაროთ. ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს, რომ ზოგიერთმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ამ დროს ფული იშოვოს, ადამიანებმა რაღაცეები გააძვირეს და ვფიქრობ, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ცოდნა ასეთი ადამიანებისთვის ძალიან კარგი იქნება. არ უნდა გაღორდე ადამიანი და ადამიანობა არ უნდა დაკარგო.

როგორია ნიკა წულუკიძის ერთი ჩვეულებრივი დღე?
აი დღეს მაგალითად 7 საათზე ავდექი, მოვრწყე პომიდვრის ჩითილები და ხახვი, შემდეგ კი ტელევიზიაში წავედი.

რეკლამა: 0:05