როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს უთხრა, ევროკავშირიდან ვერავინ ასახელებს ობიექტურ საზომს, თუ რით არის უკრაინა ან მოლდოვა რაიმე ობიექტური პარამეტრით საქართველოზე წინ.
„ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა, მით უმეტეს, იმ პოლიტიკური ძალისგან, რომლის უპასუხისმგებლო პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა ფართომასშტაბიანი აგრესიის განხორციელება, უტიფრობა და უზნეობაა“.
შეგახსენებთ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციიდან გარკვეული პირები დახურულ კარს მიღმა საუბრობენ საქართველოსთის კანდიდატის სტატუსის გადავადებაზე.