LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტმა თვითონვე აუკრძალა საკუთარ თავს, რომ ამ საქმეში ყოფილიყო ხელისუფლებასთან და დარჩა რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად“ – ირაკლი ქადაგიშვილი 

170
Untitled design (13)

„ხანდახან მის ამ ქმედებებს უფრო პროვოკაციის სუნი ასდის, ვიდრე რაიმე რეალური სიკეთის. ჩვენ გვახსოვს, წინა პერიოდშიც ამბობდა, საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ახლაც, ბოლო პერიოდშიც, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ერთსულოვნება, რადიკალური ოპოზიციის ნარატივზე იჯდა,“ – ასე შეაფასა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, მთავრობის მიერ ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისვლა.

„რაც ევროკომისიამ დადებითი დასკვნა მოგვცა, ამის შემდეგაც, ერთხელაც არ დასცდენია, რომ სახელმწიფომ, მთავრობამ სამუშაო შეასრულა, პროგრესი დაგვანახა.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მან თვითონვე აუკრძალა საკუთარ თავს და არ მისცა საშუალება, რომ ამ საქმეში ყოფილიყო ხელისუფლებასთან ერთად და დარჩა რადიკალურ ოპოზიციასთან ,“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„პრეზიდენტი რატომ არ იყო ტრიბუნაზე? – ეს არის ევროპული პრინციპების საწინააღმდეგო“ – სალომე ზურაბიშვილის ძმა

გიორგი ვაშაძე: ოპოზიციას კი არა, თავის არჩეულ პრეზიდენტს როგორ მოექცნენ? – ეს იყო სამარცხვინო, „ქართული ოცნების“ სახე

ანა ნაცვლიშვილი: ოცნება ვერ მოიქცა ევროპულად, როცა პრეზიდენტს არ შესთავაზა, ხალხს მისალმებოდა

„მადლობები არ მჭირდება, ამ მხიარულებას ვერავინ ვერაფრით შემიცვლის“ – სალომე ზურაბიშვილი

„დიდი ზეიმია და ძალიან მიხარია, რომ ყველა აქ დგას ერთად“ – პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მივიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები