„მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა არა მისი ტრანსპორტირების შესაძლებლობას 5 წუთის გზაზე, არამედ სხდომაში მონაწილეობის შესაძლებლობას", - ამბობს ადვოკატი.
"პენიტენციური სამსახურიდან ჩვენ მივიღეთ წერილი, რომლის ადრესატიც გახლავთ ესკორტირების სამმართველოს ხელმძღვანელი, რომლის თანახმადაც მნახველების დაშვება აკრძალულია მსჯავრდადებულებთან, გარდა იმ შემთხვევისა თუ არსებობს კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხი და კლინიკური დირექტორის თანხმობა".