LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: სააკაშვილს წოლითი რეჟიმი აქვს – ის სრულყოფილად ვერც გასვლით სასამართლო სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

63
BeFunky-collage (7)

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრება მათ შორის, კლინიკაში, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია.

როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, სააკაშვილს წოლითი რეჟიმი აქვს და ის სრულყოფილად პროცესში მონაწილეობის მიღებას ვერც გასვლითი სხდომის დროს შეძლებს.

„მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა არა მისი ტრანსპორტირების შესაძლებლობას 5 წუთის გზაზე, არამედ სხდომაში მონაწილეობის შესაძლებლობას. სააკაშვილს აქვს წოლითი რეჟიმი დღემდე, ამასთან უნდა გვესმოდეს, რომ სასამართლოში მონაწილეობა ნებისმიერი სტატუსით არ არის გასეირნება, მათ შორის, „ქართული ოცნების“ პროტეჟეებისთვის სასამართლო შეიძლება არის ორგანიზაცია, სადაც კომფორტულ გარემოს დაგახვედრებენ, მაგალითად ფარცხალაძე, გამოხვალ ისე, რომ კითხვას არავინ დაგისვამს.

სხვა შემთხვევაში, სასამართლო პროცესი არის ძალიან შრომატევადი, ფსიქოლოგიურად რთული პროცესი, ამიტომ ამას შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სჭირდება, რომელიც ამ ეტაპზე სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილს არ აქვს“, – ამბობს ადვოკატი.