LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ არის გამორიცხული, სააკაშვილს მნახველების რაოდენობა შეეზღუდოს – რა წერილი მიიღო ადვოკატმა

100
მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, შესაძლოა, მასთან შემსვლელი მნახველების რაოდენობა შეიზღუდოს.

უფლებადამცველმა ამის შესახებ სამედიცინო დაწესებულება “ვივა მედში მისვლის შემდეგ განაცხადა.

მისის ინფორმაციით, უფლებადამცველებმა მიხეილ სააკაშვილთან მნახველების სიაში რამდენიმე პირის დამატება ითხოვეს, მათ შორის მამის, ნიკოლოზ სააკაშვილის, თუმცა კლინიკის  ადმინისტრაციისგან მიიღეს პასუხი, რომ იზღუდებოდა პატიმრებთან მნახველების შესვლა:

“პენიტენციური სამსახურიდან ჩვენ მივიღეთ წერილი, რომლის ადრესატიც გახლავთ ესკორტირების სამმართველოს ხელმძღვანელი, რომლის თანახმადაც მნახველების დაშვება აკრძალულია მსჯავრდადებულებთან, გარდა იმ შემთხვევისა თუ არსებობს კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხი და კლინიკური დირექტორის თანხმობა.

რამდენიმე პირის დაშვება ვითხოვეთ და, მათ შორის, ვითხოვეთ საფუძვლები სამართლებრივი და მოწესრიგების წესი, ამ წერილის პასუხად გამოგვეგზავნა იმავე დღეს, როგორც ჩანს ეს პასუხი.

საბოლოო მიზანი არ ვიცი, თუმცა რისკი, რასაც ვხედავთ არის, შესაძლებელია უკავშირდებოდეს და საფუძველი მზადდებოდეს მნახველების დაშვების აკრძალვასთან დაკავშირებით. ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ შეზღუდვა გავრცელდეს პარლამენტარებზეც.

ამ შემთხვევაში ჩვენ არცერთ ამ ეტაპზე პრობლემა არ გვქონია ჯერჯერობით, თუმცა მსგავსი მკაცრი წესდება, ვფიქრობ, რომ გარკვეულ რისკებს შეიცავს არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ ყველა პაციენტთან დაკავშირებით”, – თქვა თუთბერიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები