სოფო ბიბილაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად მეწყერის ვერსია გამოირიცხა.
„ყველაფერი გააკეთეს, ყველგან გადაატარეს, სკანერიც, მძიმე ტექნიკაც შემოიყვანეს, ჭაც შემოწმდა, არაფერი ისეთი არ არის. ძალიან გახარებული ვარ. გამოირიცხა, რომ მეწყერში არ მოყოლილა ბავშვი, იმედია ცოცხალია და ვიპოვნი"
ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს სადაც ამბობს, რომ ნინო დადიანიძემ გადაწყვიტა რომ გამოვიდეს და აღნიშნულ თემაზე ისაუბროს, რადგან ნათლად დაინახა, საგამოძიებო მოქმედებები განახლდა.