LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის, რაც ახლა ხდება, ამას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი, ემოციურად არ ყოფილა მარტივი“ – გურამ დადიანიძის დედის ემოციური პოსტი

470
2026-08-20_00-23-38_013634

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს.

„მადლობა ყველას ყურადღებისთვის, მხარდაჭერისთვის და გვერდით დგომისთვის…
ის, რაც ახლა ხდება, ამას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი ,აღმოჩნდა რომ ემოციურად ნამდვილად არ ყოფილა მარტივი.

ჟურნალისტებს კი მინდა გთხოვოთ, ცოტა დრო მომცეთ, რომ ფიზიკურად შევძლო კომენტარის გაკეთება. აუცილებლად მოგაწვდით ჩემს პოზიციას და ყველაფერზე ვისაუბრებ, როგორც კი ამის ფიზიკური შესაძლებლობა მექნება“, – წერს გურამის დედა.

„გური, „მოვიდა დრო“ – ეს რას ნიშნავს შვილო“ – სოფო ბიბილაშვილი გურამ დადიანიძის „ფეისბუკის“ პირად გვერდზე, ოსურ ენაზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება

„მოგიკვდეს ჩემი თავი შენ… შვილო, რას არ გაბრალებენ დე… გამოჩნდი და ყველას მე გავცემ პასუხს ჩემო ერთადერთო“ – სოფო ბიბილაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმის ფარგლებში იმ ტერიტორიის ხელახალი შემოწმება დაიწყო, საიდანაც 2014 წელს დაკარგულის კვალი გაქრა.

ცნობისთვის, სოფო ბიბილაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად მეწყერის ვერსია გამოირიცხა.

ვიდეო: „რა სიმწარეც გამოვიარე, როგორ გავუძელი არ ვიცი… ალბათ იმას ფიქრობდნენ, „გული გაუსკდება, მოკვდება და ეს ამბავიც დამთავრდება გაუხსნელიო“… ყველამ აგოს პასუხი, ვინც 12 წლის მანძილზე ასე სასტიკად მომექცა“ – დაკარგული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები