LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

ნიკა მელია

„ამ ეტაპისთვის მაკრო წარმატება მოპოვებულია – საერთაშორისო საზოგადოებამ, პროგრესულმა დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა გაყალბებული არჩევნები არ აღიარეს – ეს პარლამენტი ფუნქციონირებას ვერ დაიწყებს“ – ნიკა მელია

მისი შეფასებით, საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ გააჩნია და იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციური სუბიექტები ერთსულოვნები იქნებიან, პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით.

„მმართველ პარტიას მანიპულაციების საშუალება, რომ გაეყალბებინათ არჩევნები, ცესკომ მისცა, რის შესახებაც ინფორმაცია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიაწოდეს“ – დავით კირთაძე

ცესკოს ოპოზიციონერი წარმომადგენლები ENEMO, IRI, NDI და ODHIR-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მიხეილ სარჯველაძე თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

სესიაზე, მიხეილ სარჯველაძე სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პროცესში, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა აუცილებელია.
სოზარ სუბარი

„ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს მრავალი მიზეზის გამო და ნურავინ გვეტყვის, რომ ეს დემოკრატია არ არის“ – სოზარ სუბარი

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ მრავალი მიზეზის გამო უნდა გასამართლდეს.

„ევროკავშირმა უნდა დაინახოს ქუჩაში გამოსული ხალხი როგორ აპროტესტებს არჩევნების გაყალბებას, ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება მარტივი იქნება – არავითარი დიდი გეგმა არ არის საჭირო“ – რომან გოცირიძე

მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა დაინახოს ქუჩაში გამოსული ხალხი „როგორ აპროტესტებს არჩევნების გაყალბებას, ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივი იქნება“.
ნათია თურნავა

ნათია თურნავა – „გაჩნდა აჟიოტაჟური მოთხოვნა დოლარზე და ასეთ დროს, მით უფრო, როცა ეს არ მომდინარეობს ეკონომიკური მიზეზებით, ვალდებული ვართ, ეს მღელვარება ჩავაქროთ – ჩვენ ეს გავაკეთეთ“

„8 ნოემბრის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან, გვაქვს წმინდა გაყიდვები 540 მილიონი დოლარი“

თეონა აქუბარდია: „ჟენევის დისკუსიებზე კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, რა დიდი საფრთხე შეუქმნა ივანიშვილმა საქართველოს ნამდვილ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას – მოვუწოდებ ივანიშვილს, თქვას სიმართლე!“

აქუბარდიამ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ილუზიების შექმნის ნაცვლად, ახსნას, რას უპირისპირებს რუსეთის პოლიტიკას საქართველოს უსაფრთხოების და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად მაშინ, როცა საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციის პოლიტიკის შემოქმედი თავად ის არის.

ირაკლი კობახიძე: „თუ ვინმე დაამტკიცებს, რომ ეს არის ჯანსაღი მოვლენა, რომ ქალი ჩაეწერო კაცად ან კაცი ჩაეწერო ქალად, მაშინ კი ბატონო, გავაუქმოთ ეს კანონი – შემიძლია ხვალ წარმოვიდგინო საკუთარი თავი რომელიმე ცხოველად და რატომ არ უნდა ჩავეწერო ასეთად?! – ამ დონის აბსურდზეა საუბარი“

კობახიძის განცხადებით, მათი აზრით, „ოჯახური ღირებულებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი“ არის ჯანსაღი კანონი.

გია აბაშიძე: წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ზუსტად შეესაბამება გარედან დაფინანსებულ ISFED-ს, რომელიც გენდერული სტატისტიკით ცდილობს “გაყალბების” თემის აწევას, ცესკომ არაერთგზის განმარტა, რომ გენდერული სტატისტიკა არ წარმოადგენს ოფიციალურ მონაცემებს

წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ინგლისურად - A drowning man clutches at a thread, რაც ზუსტად შეესაბამება გარედან დაფინანსებულ ISFED-ს, რომელიც გენდერული სტატისტიკით ცდილობს "გაყალბების" თემის აწევას, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ცესკომ არაერთგზის განმარტა, რომ გენდერული სტატისტიკა არ წარმოადგენს ოფიციალურ მონაცემებს, რომელიც შეიტანა შედეგების შემაჯამებელ ოქმებში. აღნიშნული მონაცემებს ითვლიან რეგისტრატორები არა საარჩევნო, არამედ მხოლოდ გენდერული სტატისტიკის დამუშავების მიზნით.
შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი – „დარწმუნებული ვარ, წმინდა ილია მართალი იყურება ზეციური საქართველოდან და ხარობს იმის შემყურე, რომ ხედავს თავის მამულს დაცულს, სუვერენულს, დამოუკიდებელს“

„სრულიად ახალგაზრდა ილიამ მოახერხა მარადიული ფორმულით - მამული, ენა, სარწმუნოება - გამოეხატა ის არსი, რაც ასე მარტივად, ასე ნათლად აღწერს სრულიად საქართველოს“

თინა ბოკუჩავა: „ევროკავშირის ელჩთან საუბრის ერთ-ერთი თემა იყო საერთაშორისო გამოძიება – რა მექანიზმის გამოყენება მოხდება ტოტალური საარჩევნო შედეგის მიტაცების ოპერაციის შესასწავლად, ამაზე უახლეს მომავალში შეჯერდებიან ევროკავშირში“

აღნიშნული კომენტარი ბოკუჩავამ, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინკისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მაჭარაშვილი: „რას ნიშნავს შოლცი და მაკრონი არ დაგვიჭერენ მხარს? მათ ვინ უჭერს მხარს? შე დალოცვილო, კოალიცია თავზე დაგემხო, რა საქართველოს არჩევნებზე ლაპარაკობ – ფარსია, ავალებენ და ამიტომაც ამბობდნენ“

„საფრანგეთისა და გერმანიის მსგავსად, ბაიდენის ადმინისტრაციაც გვემუქრებოდა და ტრადიციული, ოჯახის ღირებულებების დამცავი ადამიანი მიიღეს პრეზიდენტად.“
შარლ მიშელი

შარლ მიშელი: „არსებობს სერიოზული ეჭვები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც გამოძიებას მოითხოვს… ამ პროცესთან დაკავშირებით სიცხადე გვჭირდება“

„შევაფასებთ არსებულ მდგომარეობას და ევროპელი ლიდერები მკაფიო მესიჯს გააგზავნიან“ - ამბობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.
გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი: „თხოვნა მაქვს მედიასთან – აღარ აწვალოთ ოპოზიცია და აღარ ჰკითხოთ, თუ რა გეგმა აქვთ, ზარმაცი აბიტურიენტის არ იყოს, არ იცის საკითხი“

მაჭარაშვილის თქმით, ხალხმა ოპოზიცია ქუჩაში დატოვა და „თუ ადრე არჩევნების დროს ამოსდიოდათ „კიდევ სცადეთ“, ახლა ამოუვიდათ - „აღარ სცადოთ“.

მოსამართლე ხუჭუა: „მივიღე სამართლიანი გადაწყვეტილება, ჩემს სინდისზე და სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით – ურყევად მჯერა, რომ საქართველოს მომავალი სამართლის უზენაესობის განმტკიცებაზეა დამოკიდებული!“

მან არჩევნებთან დაკავშირებულ საჩივრებზე, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განმარტებას კიდევ ერთხელ გააკეთა.
საქართველო

გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოკითხვის საფუძველზე „რეგულაციების ხარისხის“ რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 69% აიღო და სახელმწიფოებს შორის მე-5 ადგილზე გავიდა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის საფუძველზე „რეგულაციების ხარისხი“ შეფასდა ორი კრიტერიუმით - სამთავრობო რეგულირების ტვირთი და არასატარიფო ბარიერების გავრცელება.