ივანიშვილი: გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა
ყველა წარსული პრობლემა „შეტენა“ დასავლეთს, მთავარ საფრთხედ დასავლეთი დასახა - არჩევნების შემდეგ რეპრესიები დააანონსა: ჯაფარიძე ივანიშვილის განცხადებებზე
„არავინ დააბრალოს აქ მდგომ არცერთ ადამიანს, თითქოს, მას საკუთარი აზრი და ღირებულებები არ გააჩნია“ „კატეგორიულად მიუღებელია იმ ადამიანების დემონიზება, ვინც დედაქალაქში, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდა. არავინ გაბედოს, შეურაცხყოფა მიაყენოს რომელიმე მათგანს. ასეთი რამ არავის ეკადრება, არ ეკადრება, პირველ რიგში, პრეზიდენტს"- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ რუსთაველის გამზირზე, საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე განაცხადა.
„საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ" - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმარუსთაველის გამზირზე გამართულ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ბიძინა ივანიშვილმა მოგვცა იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება გადადო თავი, როდესაც ეს ქვეყნის გადარჩენისა და გათავისუფლებისთვის არის აუცილებელი" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა
„ყველა კუთხის, ყველა სოფლის, ყველა ქალაქის ბევრი წარმომადგენელი აქ არის და ეუბნება მთელს მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ამაყი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქართველი ერი. საქართველოს გაუმარჯოს!"- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა, მამუკა მდინარაძემ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„სამწუხაროდ, ჩვენი პრეზიდენტი ღამურად ჩამოყალიბდა. თუ რას ნიშნავს ღამურა, ამის გასაგებად მას მოუწვეს, ქართულ ლიტერატურას, ჩვენი ქართული კულტურის მამების ნააზრევებს უფრო კარგად გაეცნოს" - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ რუსთაველის გამზირიდან, საყოველთაო სახალხო შეკრებიდან ჩართვისას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მმართველი გუნდის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში მიმდიანრეობდა „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ „საყოველთაო-სახალხო შეკრების" დისკრედიტაციის მცდელობა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. განხილვა ათი საათის განმავლობაში,ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.