LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

„ამათი დამონება არ გამოუვათ… თავისუფალი აზრი ყველაზე ძლიერია!“ – პრეზიდენტი ახალგაზრდების ვიდეოს აზიარებს

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა სტუდენტური გაერთიანება და ახალგაზრდები უკვე მესამე კვირაა „გაჭვირვალობის“ შესახებ კანონროექტს აქციებითა და მსვლელობებს მართავენ.

სააკაშვილი: „ქართული ოცნება“ კონტრაქციას მეორედ ატარებს, პირველი კონტრაქცია ჩემი ჩამოსვლის შემდეგ მოაწყვეს, მაშინ ძალიან გაუჭირდათ და ახლაც ძალიან უჭირთ!

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების მიერ დღეს დაანონსებულ საერთო სახალხო შეკრებას ეხმაურება.

ვიდეო: ხატია დეკანოიძემ  გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი მოუქნია – „სამშობლო გაყიდეთ. მწარეა სიმართლე“

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება იყო. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი მოუქნია.
ნინო წილოსანი „ქართული ოცნების“ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე

ნინო წილოსანი ოპოზიციას: „დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“

„მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით“.

ვიდეო: „კითხვის დასმის შესაძლებლობას რომ არ გვაძლევ დარბაზში, მაგიტომ ხარ მშიშარა… ჩამოდი და კითხვებზე მიპასუხე“ – ანა წითლიძე მამუკა მდინარაძეს

ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზი რამდენიმე დეპუტატს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ანა წითლიძეს დაატოვებინა.

„დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! ჯერ ეს ყველაფერი ჩვენთვის სახალისოა!“ – დიტო სამხარაძე აქციის მონაწილეებს

„ბიჭო, რა არ გასვენებთ, გამჩენი? ხვალ, ყველა ერთად რამდენიც ხართ, თქვენზე მეტი, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გვეყოლება“!

ნინო წილოსანი: „მდინარაძე კითხვას უსვამს ოპოზიციას და NGO სექტორის წარმომადგენელს: „თუ ტერმინი შეიცვალა, დაუჭერთ თუ არა მხარს გამჭვირვალობას, არც ერთს თახმობა არ გამოუთქვამს – ეს კიდევ ერთი ლუსტრაციაა, იმის თუ რას აპროტესტებენ ეს ადამიანები“

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში იურიდიულინ კომიტეტის სხდომიდან უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ოპოზიციისადმი მიმართვის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

„რას იჯღანები?“ – სალომე სამადაშვილის მიმართვა და მამუკა მდინარაძის პასუხი: „მე მომმართავ? თქვენ გკითხოთ, გავიცინებ თუ არა სისულელეებზე?“

ცნობისათვის, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი კომიტეტის სხდომიდან გააძევა.

ვიდეო: მაჭარაშვილმა ვაშაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა – ხმაური და დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე

„თქვენ ყველა ხართ რუსები, ვინც ამ კანონს უჭერთ მხარს“, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

რუსთაველზე დღეს „საყოველთაო სახალხო შეკრება” გაიმართება – შეკრებილებს მიმართავს „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი

მთავარი გზავნილი იქნება: მამული, ენა, სარწმუნოება, ევროპისკენ ღირსებით სვლა, ეროვნული პოლიტიკა და სუვერენიტეტი.
მამუკა ხაზარაძე

მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, როგორც არასდროს, ისეა საჭირო გაერთიანება და „რუსული კანონის“ დაგმობა! დაგმეთ და წინ აღუდექით საქართველოს რუსიფიკაციას! – მამუკა ხაზარაძე

ოთხი წელია ამ სფეროს სრულად ჩამოვშორდი, ახლა პოლიტიკაში ვარ და ერთი მიზანი მამოძრავებს - ჩემმა ხუთმა შვილმა, ისევე, როგორც ყველა თქვენგანის შვილებმა, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში იცხოვრონ.

„პროვოკაციებისა და სხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება“ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “სტრატეგია აღმაშენებლის” მიმართვა „ქართულ ოცნებას“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “სტრატეგია აღმაშენებლი” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ხელისუფლებას მიმართავენ.

 „ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოვიდეს აქციაზე … აქციები, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში ტარდებოდა და გაგრძელდება, არის უმნიშვნელოვანესი აქტი, სადაც ქართველი ხალხი ამ ქვეყნის ისტორიას წერს ” – ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აქციაზე

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ის მოქალაქეები მივიდნენ, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან. აქციას პოლიტიკოსების ნაწილიც შეუერთდა.

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან

პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან.

„დიახ, ჩვენ უზრუნველვყოფთ რეგიონებიდან, მათ შორის ფინანსურ მხარეს“- მამუკა მდინარაძე 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ შეკრებაზე

უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ კი ვინმე იტყვის, რომ 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ შეკრებაზე - „მე ძალით წამომიყვანეს“, ეს დადგმული პროვოკაცია იქნება „ნაციონალური მოძრაობის“, მათი ტელევიზიებისა და მდიდარი „ენჯეოების“ მიერ:

„29 აპრილს, როცა რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ დაანონსებული „რუსული მარში“ შედგება, „ლელოს“ არანაირი ტიპის აქტივობა არ გვექნება პარლამენტთან, ან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე“- ირაკლი კუპრაძე

„ლელოს“ გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, 29 აპრილს, პარლამენტთან ან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „ლელოს“ არანაირი ტიპის აქტივობა არ ექნება.