LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ეწვია

„თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, მინისტრებმა და დელეგაციის წევრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს, სადაც თავდაცვის სფეროში ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს“ - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

გია ვოლსკი: „პრემიერ-მინისტრის დონეზე არანაირი ცვლილება არ იგეგმება – თუ რაიმე ცვლილება მოხდება მთავრობაში, მთავრობის თავმჯდომარე ამის თაობაზე გააკეთებს განცხადებას შესაბამის დროს“

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძე: „რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ – ევროპელ ბიუროკრატებს არგუმენტები არ უყვართ, მხოლოდ ზედაპირული მესიჯებით, მუქარითა და შანტაჟით შემოიფარგლებიან“

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს თავმჯდომარეობით, ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

საგარეო საქმეთა მინისტრი დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავს.
ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი: „მივმართავ თხოვნით პროკურატურას – მალე ზაფხული მოვა და დაცხება, სიცხეში ტყეებში ხანძრის რისკი იზრდება – მოდი, საქმე წინ წაიგდეთ და ბარემ ერთი ცეცხლის წაკიდების ტერორისტული საქმეც შემიკერეთ“

„სადაც ორი, იქაც ბარემ სამი. თქვენი რა მიდის. ეს შეთავაზება ზაფხულამდეა ძალაში!” - წერს ალეკო ელისაშვილი.

სააკაშვილი: როგორ მოხდა, რომ „ოპოზიციის ალიანსმა“ განცხადება არ გააკეთა რეალურ პრობლემებზე, სამაგიეროდ იცლის ჩემს გასაკრიტიკებლად

სააკაშვილი: როგორ მოხდა, რომ „ოპოზიციის ალიანსმა“ განცხადება არ გააკეთა რეალურ პრობლემებზე, სამაგიეროდ იცლის ჩემს გასაკრიტიკებლად

ირაკლი კირცხალია: მამუკა მდინარაძის პოლიტიკაში  დაბრუნება ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი გაძლიერებაა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია საკადრო ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება
მამუკა მდინარაძე

მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს

ირაკლი კობახიძის თქმით, მამუკა მდინარაძე ასევე იქნება საქართველოს ვიცე-პრემიერი.
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: „14 წლის წინ, დღევანდელ დღეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში გარდამტეხი მოვლენა მოხდა, დაფუძნდა პოლიტიკური გაერთიანება – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“

როგორც კობახიძე წერს, დღეს საქართველო უკვე სრულიად განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობს.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, მაიკლ ო’ფლაერტის ოფისი საქართველოში ვიზიტზე ინფორმაციას ავრცელებს

„შეხვედრების დროს მან კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენებასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი და საფუძვლიანი გამოძიების ჩატარების შესახებ“
ირაკლი ზარქუა

ირაკლი ზარქუა: „კალასების, რაისა კომუნისტების და ურსულას გზას ვერ გავყვებოდით, რადგან ეს გზა არის დაქუცმაცებული ევროკავშირი, დაცემული ეკონომიკა, კონფრონტაცია აშშ-თან… კალასი ან ურსულა თავმოყვარეები რომ იყვნენ, თანამდებობას დატოვებდნენ“

„ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის შედეგია ის, რომ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვაძლიერებთ ეროვნულ ღირებულებებს, მართლმადიდებლობას და ვიცავთ ქვეყნის სუვერენიტეტს“ - თქვა ირაკლი ზარქუამ.
არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე: „თუ კაია კალასს წარმოუდგენია, რომ გარედან უნდა იყოს დანიშნული ვინმე, ვისაც კარზე ექნება წარწერა „ხელისუფალი“, ეს არ გამოვა“

„როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება, ზუსტად ეს აჩენს სკეპტიციზმს ევროკავშირისა და დასავლეთის მიმართ, რაც ჩვენი მიზანი ნამდვილად არ არის“ - თქვა არჩილ გორდულაძემ.
მარტა კოსი

„საქართველოში ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს – სახელმწიფო კონტროლის ავტოკრატიული სისტემა ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროპული მომავლისგან“ – მარტა კოსი

მარტა კოსის შეფასებით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კანდიდატი ქვეყნების „პროგრესი ერთგვაროვანი არ არის“.
თაზო დათუნაშვილი

თაზო დათუნაშვილი: „პირადად ირაკლი კობახიძემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მოქალაქეების ცხოვრება ბევრად უფრო გაძვირდა, ვიდრე ეს იყო მანამდე, სანამ უბადრუკი კომისიები შეიქმნებოდა“

„ერთი მხრივ უგუნური პოლიტიკა და მეორე მხრივ უმოქმედობა საწვავის ფასის ზრდასთან მიმართებაში გამოიწვევს ძალიან მძიმე და სავალალო შედეგებს ქართული ბიზნესისთვის“ - თქვა თაზო დათუნაშვილმა.