მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) წარედგინა.
სასამართლოზე ბექა გრიგორიადისმა დარბაზიდან განაცხადა, რომ „ძალიან მთვრალი იყო და ბავშვი არაფერ შუაში იყო“. მოსამართლემ ის წესრიგის დარღვევის გამო სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
„მტკიცებულებების ფონზე, ერთმნიშვნელოვნად გამოვრიცხავ, რომ მათ რაიმე სახის რისკი ჰქონდეთ, სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ აღმოჩნდნენ“ - ამბობს გიორგი კონდახიშვილი.
ხატია ჯანაშიას აეკრძალა არასრულწლოვნის გამოსახულების გამოყენება და გავრცელება; ასევე, ყველა სახის მედია საშუალებების, სოციალური ქსელების გამოყენებით, არასრულწლოვნის შესახებ საუბარი.