LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 აპრილამდე ევროპის მიმართულებებიდან საქართველოსკენ 4 რეისია ჩანიშნული

145
cheapflightplane001

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი რეისი, ათენი-თბილისი-ათენი 24 მარტს განხორციელდა.

რეისის მგზავრები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საკარანტინო სივრცეებში განთავსდნენ. ეგეოსის ავიახაზებისსაჰაერო ხომალდით, ათენი საქართველოს 121 – მა მოქალაქემ დატოვა, მათ შორის იყვნენ სტუდენტებიც. თანამოქალაქეების თბილისში დაბრუნების პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამშობლოში დაბრუნებული თანამოქალაქეებისთვის სასტუმროები თბილისსა და რეგიონებში უზრუნველყო, სადაც ყველა პირობაა შექმნილი კარანტინში მყოფ პირთა მაქსიმალური კომფორტისთვის. მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან სამჯერადი კვებით, ინდივიდუალური სამედიცინო ინვენტარით, იმყოფებიან ექიმების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ.

10 აპრილამდე ევროპის მიმართულებებიდან კიდევ 4 რეისია ჩანიშნული. 26 მარტი – თბილისი- ვენა- თბილისი, 31 მარტი – თბილისი- ამსტერდამი- თბილისი,3 აპრილი – თბილისი- ათენი -თბილისი, 10 აპრილი – თბილისი- ლარნაკა – თბილისი.

ამ ეტაპზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საქართველოს მასშტაბით საკარანტინო ზონები 59 სასტუმროშია მოწყობილი, სადაც 4154 ადამიანია განთავსებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები