LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 წლის ვაჩე ღვინიაშვილი სასიყვარულო რომანზე მუშაობს: „სევდასთან ერთად სიხარულის ცრემლიც შეიძლება წამოგივიდეს“

765
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (2)

მომღერალი ვაჩე ღვინიაშვილი, რომელიც საზოგადოებამ მუსიკალური პროექტიდან „რანინა“ გაიცნო და ძალიან შეიყვარა, შემოქმედებით სიახლეებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს.

„რანინელები“ საერთოდ სხვა განზომილებაა“ – „რანინელები“ ზაქარია ჭელიძის ობიექტივში

ვიდეო: „დედაჩემი არის ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც არასოდეს არ დამავიწყდება, ამნეზია რომც დამემართოს“ – ვაჩე ღვინიაშვილი

როგორც ირკვევა, ნიჭიერი და არტისტული მომღერალი წიგნზე მუშაობს.

„კონცერტები მაქვს, მაგრამ ასევე, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ჩემს წიგნზე მუშაობა. სულ მინდოდა, პატარაობიდანვე, რაღაც ჩემი შემექმნა. 6-7 წლის ვიყავი ზღაპრებს ვიგონებდი, მაგრამ წერა მეზარებოდა. ახლა არ მეზარება [წერა].

ჩემი წიგნი არის რომანი, სასიყვარულო რომანი, დრამა, ცოტა სევდიანია, მაგრამ სევდასთან ერთად სიხარულის ცრემლიც შეიძლება წამოგივიდეს.

 

❤️✨ 12 წლის ვაჩე ღვინიაშვილი ახალ რომანზე მუშაობს – რა ეტაპი აქვს მომღერალს შემოქმედებაში?

❤️✨ 12 წლის ვაჩე ღვინიაშვილი ახალ რომანზე მუშაობს – რა ეტაპი აქვს მომღერალს შემოქმედებაში?

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on სამშაბათი, 14 ნოემბერი, 2023

 

რაღაცნაირია, ცხოვრებისეული. შეიძლება, რაღაც კუთხით, ბანალური იყოს – ბიჭს და გოგოს უყვარდებათ ერთმანეთი, ეს მეორე მსოფლიო ომის დროს ხდება, შემდეგ ბიჭი ომში მიდის და იკარგებიან. გოგოს ნანა ჰქვია, ბიჭს სანდრო. ბიჭი მხატვარია და გოგოც ამ მიზნით მიდის, რომ დახატოს..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g