LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 რამ რაც პრეზიდენტის გამოსვლიდან დაგვამახსოვრდა – რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში

435
FORTUNA.GE (5)

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საკანონმდებლო ორგანოს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხების შესახებ ესაუბრა.

? პრეზიდენტი სასესიო დარბაზში უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად შევიდა.

?სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრით დაიწყო და დამსწრეებს ფეხზე წამოდგომით ომში დაღუპულთათვის წუთიერი დუმილით პატივის მიგებისკენ მოუწოდა.

? სხდომაზე უკრაინის ჰიმნის ფონზე ომის კადრები აჩვენეს, რომლის დასრულებასაც დარბაზში მყოფები ტაშით შეხვდნენ

?დღეს ამ ტრაგედიის შემყურეთაგან, ვინც ყველაზე კარგად აცნობიერებს, რას ნიშნავს რუსული საუკუნოვანი იმპერიალიზმი, ქართველები ვართ! ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის და ვიზიარებთ, იმას თუ რას განიცდის უკრაინელი ერი! – თქვა პრეზიდენტმა.

?სალომე ზურაბიშვილმა მიმართა დეპუტატებს და უთხრა, რომ „საზოგადოება თქვენზე ბევრად ფხიზელია, შეგნებული, მამაცი და რაც მთავარია, ერთიანია, ერთიანი – ეროვნული თანხმობის ნიშნებმა ხალხში უკვე გაიღვიძა, თუმცა თქვენში ამას ჯერ ვერ ვხედავ”.

?ზურაბიშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით მიმართა, დააბრუნოს უკრაინის ელჩი საქართველოში.

?პრეზიდენტმა თქვა, რომ დღეს ქვეყნის წინაშე “სცოდავს უმრავლესობაც და ოპოზიციაც”.

?სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „დროა ყველამ გაიგოს, რომ პრეზიდენტი არც ერთი პოლიტიკური ძალის კუთვნილება არაა და არც მეორეს კუთვნილება გახდება“.

?პრეზიდენტის სიტყვებით, „სენსიტიური საკითხია რუსეთიდან მოქალაქეების შემოსვლა, რომელიც არ უნდა გახდეს არც ჩვენი დაყოფის, არც ქვეყნის რეპუტაციის შელახვის და არც პანიკის მიზეზი“

?სალომე ზურაბიშვილი ინიციატივითაც გამოვიდა – „გთავაზობთ, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომელიც შეიძლება ოპოზიციის წიაღიდან იქნას შერჩეული“

?პრეზიდენტმა თქვა, რომ მას შეუზღუდეს საერთაშორისო ვიზიტები – „უარი მეთქვა პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში ვიზიტებზე, თუმცა საჭიროდ მივიჩნიე პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა – პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ შეზღუდვები გაუგებარია“

?პრეზიდენტმა უპასუხა მათაც, რომლებსაც მისი სიტყვით მიმართვა რუსთაველის გამზირზე არ მოეწონათ:„აბსურდია, როცა პრეზიდენტს ბრალს სდებ საზოგადოების დაყოფაში, მაშინ, როცა ის რუსთაველზე გამოჩნდა – პრეზიდენტი, მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის მასპინძლად წარდგა, როგორც ამას ქართული ზრდილობა მოითხოვს!“

?სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტის შეწყალების საკითხზე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ – „მე არ და ვერ შევალ სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში, პასუხი ერთხელ უკვე გაცემულია“

პრეზიდენტის განცხადებებს ვრცლად გაეცნობით:

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის დარბაზში უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად შევიდა

სალომე ზურაბიშვილი: დღეს ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე

მთავრობამ ოფიციალურად უარი მითხრა ევროპაში ვიზიტებზე, პირადი კონტაქტები გამოვიყენე – სალომე ზურაბიშვილი

საზოგადოება თქვენზე ბევრად ფხიზელია, შეგნებული, მამაცი და ერთიანია: სალომე ზურაბიშვილი პარლამენტარებს

პრეზიდენტი: რუსულ აგრესიასთან თავგანწირული ბრძოლა ჩვენში მხოლოდ პატივისცემას იწვევს, საქართველო იდგა და დგას უკრაინის გვერდით

უნდა გვესმოდეს, რა ხდება – გავიაზროთ და მოვემზადოთ ყველა შესაძლო შემთხვევისთვის, არ უნდა ველოდოთ რას დაგვახვედრებს მომავალი: პრეზიდენტი

ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: პასუხი ერთხელ უკვე გაცემულია

პრეზიდენტი: რუსულ აგრესიასთან თავგანწირული ბრძოლა ჩვენში მხოლოდ პატივისცემას იწვევს, საქართველო იდგა და დგას უკრაინის გვერდით

magti 5g