LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 წლის სოციალურად დაუცველი ვუნდერკინდი: „ჩემი გამარჯვებები დედას დამსახურებაა, მინდა ჩემი შრომით დავეხმარო“

2654
დათუნა-ზარდიაშვილი

ალბათ ყველას გახსოვთ 14 წლის ვუნდერკინდი დათუნა ზარდიაშვილი, რომელსაც „ფორტუნაში“ გასული ინტერვიუს შემდეგ მისთვის სასურველ „აიტი აკადემია სტეპში“ სწავლა დაუფინანსდა. „ფორტუნა“ კიდევ ერთხელ ესტუმრა მას და დაინტერესდა, როგორია დათუნას ახალი მიღწევები. მოგეხსენებათ, რომ დათუნას 150-ზე მეტი სხვადასხვა ჯილდო აქვს მოპოვებული.

დათუნა ზარდიაშვილი:

„მიუხედავად იმისა, რომ პანდემიაა, კვლავ გრძელდება ოლიმპიადები. სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა კინგსის ოლიმპიადა მათემატიკაში, სადაც პირველი ადგილი ავიღე. მონაწილეობა მივიღე კინგსის ინგლისურის ოლიმპიადაში, სადაც 100 ქულიდან 100 მოვიპოვე. ვსწავლობ „აიტი აკადემიაში“ და ეს პროცესი ძალიან მომწონს. თავს არ ვზოგავ, რომ მეტი ცოდნა მივიღო. გარდა ამისა, ერთი ძალიან კარგი ადამიანი დამიკავშირდა და მასწავლის აიტისთან დაკავშირებულ საკითხებს.

ადამიანები ჩემს მიმართ დადებით განწყობას გამოხატავენ და ეს მაძლევს სტიმულსა და მოტივაციას, რომ კიდევ მეტი გავაკეთო და ვისწავლო. დედა სულ მეუბნებოდა, რომ ჩემი ცოდნა აუცილებლად დამეხმარება მომავალში. რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო მეტად ვიაზრებ ამ სიტყვებს“.

14 წლის სოციალურად დაუცველი ვუნდერკინდი: „ჩემი გამარჯვებები დედას დამსახურებაა, მინდა ჩემი შრომით დავეხმარო“

ყველაზე მეტად მინდა დედა იღიმოდეს, არ ფიქრობდეს, ხვალ რას შევჭამთ. როცა დედა ავად გახდა, ძალიან ვინერვიულე, მარტო ვიყავი კარანტინში, დედა საავადმყოფოში

დათუნა 8 თებერვალს, დავითობას 15 წლის ხდება. მოგეხსენებათ, რომ დათუნას ოჯახი სოციალურად დაუცველია. დედა-შვილი ნაქირავებში ცხოვრობს, სადაც ქირის ნაწილს გამგეობა უხდის. ჩვენ დავინტერესდით, რა ვითარებაშია ოჯახი პანდემიის პირობებში.

მადლენა ზარდიაშვილი:

„პანდემია ჩვენც შეგვეხო, მე კორონავირუსი დამიდასტურა. დათუნას საბედნიეროდ არა. ვცდილობთ რეკომენდაციები დავიცვათ, იზოლირებულები ვართ ყველასგან. ახლა ყველაფერმა ჩაიარა. დათუნა ონლაინ სწავლობს. ყველაზე მეტად მახარებს, რომ არ მიწევს მისთვის სწავლის დაძალება და თვითონ ინდომებს, ნახულობს სხვადასხვა მასალებს და ცდილობს შეისწავლოს. კეთილი ადამიანები გვეხმარებიან. მალე დათუნა 15 წლის ხდება“.

დათუნას ოცნებები სხვა მისი თანატოლებისგან განსხვავდება. ამბობს, რომ ბევრს არ ოცნებობს, თუმცა ახალ წელს ერთი სურვილი მაინც ჩაიფიქრა.

„ბევრი ოცნება არ მაქვს, მინდა სადმე სტაჟირების პროგრამა გავიარო. ვიცი ახლა რა ვითარებაა ქვეყანაში, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ ეს მოხდება. ყველაზე მეტად მინდა დედა იღიმოდეს, არ ფიქრობდეს, ხვალ რას შევჭამთ. როცა დედა ავად გახდა, ძალიან ვინერვიულე, მარტო ვიყავი კარანტინში, დედა საავადმყოფოში.

მე ძლიერი დედა მყავს, მის დამსახურებაა ჩემი ოლიმპიადებზე გამარჯვება. მინდა ჩემი შრომით მქონდეს მცირე შემოსავალი და დავეხმარო მას, დანარჩენს ყველაფერს ჩემით და ცოდნით მივაღწევ“.

14 წლის სოციალურად დაუცველი ვუნდერკინდი: „ჩემი გამარჯვებები დედას დამსახურებაა, მინდა ჩემი შრომით დავეხმარო“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები