LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 ახალი შემთხვევიდან 9 სვანეთში მოგზაურობას უკავშირდება, ხოლო 1-ის წყარო უცნობია

69
1595661418

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში დადასტურებული 15 შემთხვევიდან 9 ეპიდაფეთქების ზონას უკავშირდება.

“ამ 15 შემთხვევის განაწილება ასეთი გახლავთ: 9 არის მოგზაურობა ეპიდაფეთქების ზონაში, 4 გახლავთ დადასტურებული შემთხვევებთან კონტაქტები, 1 გახლავთ შემოტანილი, სატვირთო ავტომობილის მძღოლი. 1 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით”, — განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში დღეს ინფიცირებისგან 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

“გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ სამით გაიზარდა, გახლდათ 1085 და არის 1088. ამ მონაცემების შეჯერებით, დღევანდელ დღეს, კოვიდ ცენტრებში 216 პაციენტი მკურნალობს.,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ინფიცირებულთაგან 19 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ეზუგბაიას განმარტებით, მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. 6 პაციენტის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

მოქალაქემ, კარანტინის გაუქმების მოთხოვნით, სასამართლოს სარჩელით მიმართა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g