LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 წლის წინ გაჩერებული ვაზისუბნის საბაგირო ულამაზესი სადგურებით [ფოტოები]

2590
page

თბილისში რამდენიმე უფუნქციო საბაგირო გზაა – ეს ერთ-ერთია. სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო 17 წლის წინ გაჩერდა და დღემდე არ ამოქმედებულა, იმის მიუხედავად, რომ მის აღდგენაზე წლებია მსჯელობა მიმდინარეობს.

საბაგიროს აღდგენაზე ბოლო წლებში, ჯერ წინა მერი დავით ნარმანია საუბრობდა, შემდეგ კი ამ თემაზე კახა კალაძეც ალაპარაკდა.

მიმდინარე წლის 24 აპრილს, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ კვლევების მიხედვით გამოიკვეთა სამი საბაგირო მიმართულება. დეტალური ანალიზის შემდეგ, 5 თვეში უნდა გადაწყვეტილიყო რომელი იქნებოდა უფრო მომგებიანი.

ამ სამ ვარიანტს შორისაა საბაგირო გზები: სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთა.

თბილისში ახალი საბაგიროს მშენებლობა დაიწყება – რომელ მიმართულებებს განიხილავს მერია?

კვლევა უკვე დასრულებული უნდა იყოს, თუმცა მერიას გადაწყვეტილების შესახებ ჯერ არაფერი უთქვამს.

 

ფოტოების ავტორი: ირაკლი ჟოჟუაშვილი

ნახეთ ასევე:

თბილისში ახალი საბაგიროს მშენებლობა დაიწყო [ფოტოები]

 

mazda magti 5g