LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ახალი საბაგიროს მშენებლობა დაიწყება – რომელ მიმართულებებს განიხილავს მერია?

412
236479742

სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთა – ამ სამი მიმართულებიდან ერთ-ერთზე საბაგიროს მოწყობა რამდენიმე თვეში დაიწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს მიმართულებები მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა. კალაძე ამბობს, რომ ამ მარშრუტებზე უამრავი ადამიანი გადაადგილდება და შესაბამისად, დედაქალაქისთვის ისეთივე საინტერესო პროექტი იქნება, როგორც ავტობუსებისა და მეტროს განახლებაა.

„პრიორიტეტების მიხედვით დაიდება თუ რომელია ყველაზე საინტერესო მიმართულება ამ ჩამოთვლილებს შორის და შესაბამისად იმ პროექტის განხორციელებას დავიწყებთ.

მგონია, რომ საბაგიროების თემა ძალიან საინტერესოა. ამ მიმართულებებით ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება. 5 თვის თავზე გვექნება სრული სურათი და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ რომელი პროექტი დავიწყოთ“, – განაცხადა კალაძემ.

5-თვიანი ტექნიკურ ეკონომიკური კვლევისთვის, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწყება 750 ათასი ლარი დაიხარჯება. სწორედ ამის შემდეგ დაიწყება არჩეულ მარშრუტზე საბაგიროს მშენებლობა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები