LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

179 ახალი შემთხვევიდან 126 აჭარაში დაფიქსირდა

111
thumb-7vyi3bfrhxfyo54

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • აჭარა – 126
  • იმერეთი – 16
  • თბილისი – 15
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი 7
  • მცხეთა-მთიანეთი 7
  • გურია 4
  • კახეთი 4

 

ინფექციონისტის განცხადებით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10-ით გაიზარდა  და მთლინობაში მათმა რაოდენობამ 1422-ს მიაღწია. დღევანდელი მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კოვიდ-ცენტრებში 1488 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 9 კრიტიკულად მძიმეა, ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობა 60-დან 70-მდე მერყეობს.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 32 ინფიცირებული პაციენტია მოთავსებული, მათგან 5 პაციენტი მძიმედაა, ხოლო დანარჩენის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.