LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 ივნისს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 2 წელი გავიდა

221
გიორგი შაქარაშვილი

18 ივნისს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 2 წელი გავიდა.

2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლების ერთ-ერთ აგარაკზე გამართულ დაბადების დღის წვეულებაზე, ახალგაზრდებმა იჩხუბეს.

“გილოცავ შენს 21-ე დაბადების დღეს იმიერ საქართველოში, მთელი გულით უყვარხარ დაიკოს” – ანი შაქარაშვილი

გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ.

ემოციური ფოტო გიორგი შაქარაშვილის საფლავიდან: “ზეციდანაც ჯელტმენობ, ამიტომაც არ გშორდებიან…”

ჩხუბში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც მცხეთისკენ , ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქემრით“ წავიდნენ.

შაქარაშვილის საქმეზე 6 პირს განაჩენი გამოუტანეს

19 წლის ფეხბურთელის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი ძიების შემდეგ, რომელშიც ოფიციალური ინფორმაციით, 70 მაშველი იყო ჩართული, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g