11:42 საათის მონაცემებით, ბლუმბერგზე დოლარი 2.9475 ლარად ივაჭრება. ეროვნული ვალუტა დღეს დილიდან გამყარდა კერძო სავალუტო ჯიხურებშიც, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური კურსი 2.97 ლარია.

მიზეზი სავარაუდოდ, გუშინ, ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული განცხადებაა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ლარის გამყარებისთვის ბანკს დღეს 40 მლნ აშშ დოლარი უნდა გაეყიდა.

შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ თავისუფალი თინეიჯერის ოფიციალური კურსი დღეს, რამდენიმეკვირიანი პერმანენტული გაუფასურების შემდეგ, გამყარების ტენდენციაში გადავა.

ლარი არის თავისუფალი თინეიჯერი – ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

კურსის ცვლილება აისახა კომერციულ ბანკებშიც:

ეროვნული ბანკი დღეს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის – ამის შესახებ განცხადება თავად ბანკმა გაავრცელა, მას შემდეგ, რაც გუშინ ოფიციალური კურსი გახდა ცნობილი. მათივე განცხადებით, კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას.

ეროვნული ბანკი მზადაა რეზერვები კურსის გამყარებისთვის მომავალშიც გამოიყენოს. 

“ეროვნული ბანკის შეფასებით, მიუხედავად დადებითი შიდა და საგარეო მაკროეკონომიკური დინამიკისა, ტურიზმთან დაკავშირებული შოკისა და ნეგატიური მოლოდინების ფონზე, დღეისათვის გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას, რათა არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცია.

ამ მიზნით, ეროვნული ბანკი1 აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც მიმართავს. თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი ასევე გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას,” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 31 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9718 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9507 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -2.11 თეთრი შეადგინა.

ლარის კურსის პრობლემები ნეგატიური საინფორმაციო ფონითაა გამოწვეული – ნათია თურნავა

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.3127 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2889 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.38 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5374 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.6170 ლარი ეღირება.

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები