LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

204 ახალი შემთხვევა და 15 გარდაცვლილი – 8 თებერვლის კოვიდსტატისტიკა

96
FORTUNA.GE- (2)

ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 კიდევ 736-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 254 350-მდე გაიზარდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, გამოვლინდა კორონავირუსის 204 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 262 228-ია.

ახალმა კოვიდინფექციამ კიდევ 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილი 3 298 პაციენტი.

ამ დრომდე:

კარანტინის რეჟიმში რჩება 446 პირი.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 2 229 ადამიანი.

კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 295-ია.

ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა 6 593 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 887, PCR ტესტით – 2 706.

სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.

 

პოპულალურები