LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21 ნოემბრიდან დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს რეალიზაცია იკრძალება

179
1573136777-თუთუნი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან, დაუფასოებელი სახით იკრძალება ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული ნაწარმის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100-გრამიან პირველად საფუთავებში. აღნიშნული წესით დაფასოებული თამბაქო უნდა იყოს დადგენილი წესით აქციზური მარკით ნიშანდებული.

თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფსა/ბლოკსა და თითოეულ შეფუთვაზე, განთავსებული უნდა იყოს სამედიცინო გაფრთხილება და დაცული უნდა იყოს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

ასევე, 21 ნოემბრიდან, აქციზური მარკირების გარეშე იკრძალება ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის განკუთვნილი სითხეების რეალიზაცია.

დაფასოების გარეშე თამბაქოს მიწოდება გამოიწვევს  ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პირველ ჯერზე – 2000, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 4000 ლარის ოდენობით

აღნიშნულ საკითხზე დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. იხილეთ ბმული:https://www.rs.ge/default.aspx?sec_id=6373&lang=1&news_id=100

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები