LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 წლის ვიყავი უკვე…ძალიან დიდი პრობლემა იყო მაშინ – ჩემი გათხოვება დედის დამსახურებაა, ბიძგი მჭირდებოდა: ნანიკო ხაზარაძე 

756
ნანიკო ხაარაძე

ჟურნალისტი ნანიკო ხაზა4რაძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაცპირადი ცხოვრების შესახებ და ქორწინებაზე ისაუბრა.

წამყვანის კითხვაზე, „დედის სიყვარულმა დაგაქორწინათ?“, ნანიკო ხაზარაძემ შემდეგი პასუხი გასცა:

„კი, დედის ბრალია. 29-30 წლის ვიყავი უკვე, არც შეყვარებული მყავდა, არც საქმრო, არაფერი ჰორიზონტზე… ძალიან დიდი პრობლემა იყო მაშინ ჩვენს დროს, ჩვენს ქალაქშიც, ოჯახშიც, ნათესავებშიც და მეგობრებშიც. ყველგან იყო პრობლემა. ერთადერთი მე ვიყავი, ვინც ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს მარტო.

ასეთი ვარ, მარტომ მირჩევნია ვაკეთო, რაღაცები ცხოვრებაში და მარტო გავუმკლავდე. მიჩვეული ვარ მარტო ყოფნას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები არ მიყვარს.

ბოლოს და ბოლოს შემიყვარდა ეს ლევანიკო, მაგრამ მაინც ვერ ვრისკავდი მასთან ცხოვრების დაწყებას. ალბათ, ჩემს ავტონომიას ვერ ველეოდი.

ერთ დღესაც ვიღვიძებ და ჩემს საწოლთან დევს პაპირუსის დახვეული ქაღალდი, სამმეტრიანი დედაჩემის წერილი, წერდა, რომ „ნანიკო, თუ ახლა ლევანიკოსთან არ წახვალ, მერე უკვე ძალიან გვიანი იქნება და შეიძლება ინანო. პირდაპირ ჩავალაგე ჩემოდანი და გავფრინდი ლევანიკოსთან. ძალიან სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი.

შეიძლება გამბედაობა არ მყოფნიდა, მაგრამ დედის და ქმრის სიყვარულმა გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. მაგრამ ბიძგი მჭირდებოდა, ეს ბიძგი მარტო ყოფნის შიში იყო თუ სიყვარული არ ვიცი. მაგრამ,ფაქტის, რომ სიყვარული იყო გამწევი ძალა“, აცხადებს ნანიკო ხაზარაძე.

 

ვინ უბიძგა ნანიკო ხაზარაძის ოჯახის შექმნისკენ

დედის სიყვარულმა დაგაქორწინათ?
“ჩემი გათხოვება დედის დამსახურებაა… ბიძგი მჭირდებოდა” ?
#ნანიკოხაზარაძე

Posted by სიცრუის დეტექტორი • Sicruis Deteqtori on პარასკევი, 21 ოქტომბერი, 2022

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g