LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

300 ლარიანი სახელმწიფო კომპენსაცია 100 ლარად: ყალბი ცნობისთვის ორი პირია დაკავებული

203
BeFunky-collage - 2020-06-26T111449.679

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად დამზადებული 100-ლარიანი ცნობების გაცემისთვის ორი პირია დაკავებული. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, ყალბი დოკუმენტი დაამზადეს. ასევე, გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულებმა, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 300-ლარიანი კომპენსაციის უკანონოდ მისაღებად, ერთ-ერთი კომპანიის სახელით, ხუთ მოქალაქეს დაუმზადეს ყალბი ცნობები და ქვეიჯარის ხელშეკრულებები. ყალბი დოკუმენტის მიხედვით, კომპენსაციის მიმღები პირები თბილისში, ერთ-ერთი კომპანიისაგან ქვეიჯარით აღებულ დახლზე ეწეოდნენ ძვირფასი ლითონებითა და საიუველირო ნაკეთობებით ვაჭრობას.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა თითოეული ასეთი ცნობა გაასაღეს 100 ლარის საფასურად. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები