LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 თვეში გლდანს ასეთი პარკი შეემატება [ფოტოები]

399

გლდანში მე-6 მიკრორაიონის, N7-20 კორპუსებს შორის არსებულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი პარკის მოწყობა დაიწყო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პარკის მოწყობა 4 თვეში დასრულდება.

130 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებულ გამწვანებულ საზოგადოებრივ სივრცეში გათვალისწინებულია კალათბურთის მოედანის, ამფითეატრია, სასეირნო სივრცის, სათამაშო მოედნების, ბილიკების და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა.

პროექტის კონცეფციის მიხედვით, ტერიტორიის ცენტრალური ღერძის გასწვრივ, მოეწყობა მთავარი საფეხმავლო ბილიკი, რომელიც კომპოზიციურად სწორი ფორმის იქნება. ბილიკი საპროექტო ტერიტორიას ორ ძირითად ნაწილად გაყოფს. მოხდება ტერიტორიის ზონირება და ფუნქციონალური დატვირთვიდან გამომდინარე განთავსდება სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის მქონე სპორტულ-დასასვენებელი ბაქნები. ცენტრალური საფეხმავლო ბილიკის გასწვრივ,

“ორივე მხარეს მოეწყობა მოქნილი ფორმის სათადარიგო ბილიკები. სათადარიგო ბილიკების გასწვრივ კი მოეწყობა ე.წ. ,,ჯიბეები’’, რომლებშიც დასაჯდომი სკამები განლაგდება. ცენტრალური საფეხმავლო ბილიკის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს განთავსდება წრიული ფორმის სარეკრეაციო ბაქანი, კალათბურთის მოედანი, სპორტული ზონისთვის-ოვალური ფორმის ორი ბაქანი და რეაბილიტირებული ამფითეატრი.

სპორტულ ზონაში ერთ-ერთ ოვალური ფორმის ბაქანზე დამონტაჟდება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული ტიპიური გადახურული სატრენაჟორო-ფანჩატური, ხოლო მეორე ბაქანზე ღია ცის ქვეშ მოეწყობა სატანვარჯიშო-სპორტული იარაღები. ცენტრალური საფეხმავლო ბილიკის ჩრდილო აღმოსავლეთ მხარეს პროექტით გათვალისწინებულია:

სარეკრეაციო-დასასვენებელი ზონა, სათამაშო ბაქანი ექსტრემალური სპორტისთვის, არსებული ბასეინის აღდგენა და მის მიმდებარედ სათამაშო ბაქნების მოწყობა, რომლებზეც შედარებით მცირე გაბარიტების მქონე სათამაშო ატრაქციონები დამონტაჟდება. სარეკრეაციო ზონაში მოეწყობა ორი წრიული ფორმის დასასვენებელი ბაქანი, რომელზეც დამონტაჟდება დასაჯდომი სკამები, მოეწყობა წრიული ფორმის ქვიშის სათამაშო ბაქანი მცირეწლოვანი ბავსვებისთვის და ასევე წრიული ფორმის ფანჩატური. შუა ნაწილში განთავსდება ექსტრემალური სპორტის სათამაშო მოედანი, რომლის საფარიც და შემადგენელი ნაწილებიც ბეტონისგან მოეწყობა,“- აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები