LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

459 დაღუპული და 9 ათასზე მეტი დაშავებული – საქართველოში ავარიების საგანგაშო სტატისტიკაა

avaria1

საქართველოში 2018 წელს მოხდა 6,452 ავტოსაგზაო შემთხვევა, რასაც 459 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 9,047 დაშავდა – ამ სტატისტიკას ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

2017 წელთან შედარებით 2018 წელს ავტოავარიების რაოდენობა 6%-ით, დაშავებულთა რიცხვი კი 7%-ით გაიზარდა, ხოლო დაღუპულთა რიცხვი პირიქით 11%-ით შემცირდა.

ორგანიზაციის ინფორმაცით, 2018 წელს დაიღუპა 21 მოზარდი (16 წლამდე), მათ შორის 8 ქვეითი, ხოლო დაშავდა 1012 მოზარდი, მათ შორის 343 ქვეითი.

თბილისში, წინა წელთან შედარებით, სამივე მაჩვენებელი გაზრდილია, საგზაო შემთხვევები 7%-ით, დაშავებულთა რაოდენობა 7%-ით, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 4%-ით.

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის განცხადებით, დედაქალქში გზები საფრთხის შემცველია და უსაფრთხოების ასამაღლელად მნიშვნლოვანია მოჭარბებული საგზაო შემთხვევათა მიზეზების თანმიმდევრულად შესწავლა.

მისივე თქმით, ასევე გადასახედია სიჩქარის ლიმიტები, რაც საკმაოდ მაღალია ევროპულ სტანდარტებთან შედარებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები