LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ჩხუბი ნიკა მელიას მონაწილეობით

894
Cxubi 55

ქართული პოლიტიკაში როგორც ექსპერტები ამბობენ, სანახაობა არ გვაკლია.

„სანახაობა“  ხანდახან ჩხუბში გადაიზრდება  ხოლმე.

დღეს კიდევ ერთი მათგანი ვიხილეთ. მერობის კანდიდატ ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შორის.

ნიკა მელია ჩხუბში არაერთხელ ჩართულა.

ნიკა მელია და ზვიად ძიძიგური. (3 ოქტომბერი 2018)

 

გადაცემა „არჩევანში“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია და „ქართული ოცნების“ წევრი, ზვიად ძიძიგური ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

საუბარი ზვიად ძიძიგურს უნდა დაეწყო, თუმცა ნიკა მელია ხელს უშლიდა, ამას მოჰყვა ძიძიგურისგან რეპლიკა: “ეე, დამშვიდდი, ბიჭო”.

ოპონენტის სიტყვების გამო ფეხზე წამოდგა ნიკა მელია და ძიძიგურისკენ გაიწია.

მელიას, რომელიც ძიძიგურისკენ იწევდა და პარალელურად მმართველ გუნდს აკრიტიკებდა, გადაცემის წამყვანი აკავებდა და სიმშვიდისკენ მოუწოდებდა.

ზვიად ძიძიგურმა კი რამდენჯერმე გაიმეორა:

“დაეგდე, ბიჭო, მანდ!”

 

ნიკა მელია და ზაზა პაპუაშვილი (2019 წლის  1 მაისი)

უმრავლესობის წევრ ზაზა პაპუაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას შორის დაპირისპირება პარლამენტის შესასვლელ კართან მოხდა.

 

 

ნიკა მელიამ და ზაზა პაპუაშვილმა ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს.

„რაც მისაღები იყო, მიიღო და კიდევ მიიღებს ასეთი უზრდელობისა და უტაქტობის გამო. ჩვეულებრივი პროვოკატორია, მეტი არაფერი.

არჩევნები ახლოვდება და არჩევნების აწევა უნდა. დაპირისპირება ნაწილობრივ ფიზიკურად და ნაწილობრივ სიტყვიერად მოხდა. არ ვიცი, ახლა მიზეზი რა იყო. გითხარით, ვინც არის და რაც არის. რაც მითხრა, იმის პასუხი მიიღო. ჩხუბში გამომიწვია, ეგ იყო და ეგ. მერე კიდევ უფრო კარგად გაიგებთ“, – განმარტა  ზაზა პაპუაშვილმა.

ნიკა მელიას განცხადებით, „ზაზა პაპუაშვილს ბევრი რამ შერჩა“.

„არ ვაპირებ დეპუტატად წოდებული პაპუაშვილის ლანძღვა-გინების მოთმენას, რომელსაც ადგილი აქვს დღენიადაგ. ივანიშვილის კალთას ამოფარებულ პაპუაშვილს, ერთი სიკეთე მაინც, რა გაუკეთებია, ორი მოწვევის პარლამენტის წევრია ხელისუფლებიდან“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

 

ნიკა მელია – ირმა ინაშვილი 2018 წლის 12 დეკემბერი.

პარლამენტში დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატ ირმა ინაშვილს სიტყვით გამოსვლისას ადგილიდან გარკვეული რეპლიკებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია პასუხობდა. ირმა ინაშვილმა გამოსვლა შეწყვიტა, მივიდა მელიასთან და მათ შორის ფიზიკურ გაწევ-გამოწევას ჰქონდა ადგილი.

ერთხელ ჩხუბი ჯობია მე მგონი და მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა ყველას თქვენ, ეს მართლა კრიმინალები ესენი, – მიმართა ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას.

„მე შეგნებულად არ ვერევი და ვერთვები ამ დისკუსიაში. დამშვიდდით და მიხედეთ თქვენ თავს, თქვენ და სააკაშვილიც ერთი და იგივე ხართ. დრო მოვა, ყველა გასამართლდებით. თუ ვერ მშვიდდებით შეგიძლიათ იმკურნალოთ, წყალი დალიოთ, ჰაერზე გახვიდეთ. თქვენთან არ ვაპირებ მე არავითარ დისკუსიაში შემოსვლას.

იმიტომ არ ვერევი ამ დისკუსიაში რომ ამ შემთხვევაში პრეტენზია მაქვს „ქართულ ოცნებასთან“. ხმა ჩაიკმინდე ახლა, გაჩუმდი და იჯექი მშვიდად. ჯერ ისედაც კვარტალში ერთხელ ჩნდები პარლამენტში, წყნარად იჯექი მანდ“, –  ამბობდა გაბრაზებული ინაშვილი.

ნიკა მელია და გუბაზ სანიკიძე (2020 წლის 3 ნოემბერი)

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია და გუბაზ სანიკიძე ერთმანეთს  „მთავარი არხის“ ეთერში დაუპირისპირდნენ.

 

კამათი გუბაზ სანიკიძის მოსაზრებას მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების აუცილებლობის შესახებ.

“რა დაკომპლექსებული ხართ ამ მიშათი, რატომ გამოწვია შენი განერვიულება იმან, რომ ვთქვი, რომ დროა, რომ სააკაშვილი ჩამოვიდეს საქართველოში. იმიტომ, რომ მის გარეშე ბიძინას ვერ ვერევით”, – უთხრა გუბაზ სანიკიძემ ნიკა მელიას.

“გუშინ სად იყავი, რომელ უბანთან იყავი, რომელი მუშტი მოგხვდა, ვის შეუშვირე შუბლი, რომელი ხმა დაიცავი, რა გააკეთე” – იყო მელიას პასუხი.

“ნიკა, ოფისიდან არ გამოსულხარ მთელი დღე არჩევნების დღეს” – თქვა სანიკიძემ და ისევ გაიმეორა – “მიშა უნდა იყოს საქართველოში.”

ნიკა მელია ფეხზე წამოვარდა:

“ხან ბიძინას აგენტი ხარ, ხან მიშას აგენტი ხარ, ხან პეტრესი და ხან პავლესი, წადი რა, შვილო”

“შენ გაასწორე ლაპარაკი მართლა, შვილო მოიკითხე მართლა შენ.”

დიალოგი ამ ტონალობაში გაგრძელდა. ბოლოს ორივემ დატოვა სტუდია.

და ბოლოს ნიკა მელია, ირაკლი კობახიძე ერთმანეთს ევროკავშირის ოფისთან 2021 წლის 23 სექტემბერს დაუპირისპირდნენ.

 

ნიკა მელია ევროკავშირის ოფისტან მაშინ მივიდა, როდესაც შეხვედრიდან გამოსული კობახიძე  ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა.

„შენ უნამუსო, შე მაიმუნო ბავშვო“ – მიმართა მელიამ კობახიძეს.

„პროვოკატური, ხულიგანი, ბინძური კაცი”

“ეს ნაძირლები და ბინძურები, როგორ აწყობენ პროვოკაციას.”

„უინტელექტო და ბინძური კაცია“. “. – აბობს კობახიძე მელიაზე.

ალბათ, პოლიტიკოსების ჩხუბს კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ….

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g