LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტერიკაში ჩავვარდი… თქვენ ვერასოდეს გაიგებთ, რა გადავიტანეთ – „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუირებული ქალი ბუნკერში გატარებულ დღეებს იხსენებს

404
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს (19)

„აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანას ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. ქარხანაში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები, მათ შორის „აზოვსტალის ბატალიონის“ წევრები.

პირველ მაისს „აზოვსტალიდან“ ასამდე ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა.

ერთ-ერთი გათავისუფლებული ქალი, რომელიც 37 წლისაა და რამდენიმე კვირის განმავლობაში მოუწია, რუსული ბომბებისგან თავი „აზოვსტალის“ ბუნკერში დაეცვა, გადახდენილ ამბებს „როიტერთან“ საუბარში იხსენებს.

ის ამბობს, რომ ჯოჯოხეთი გამოიარა.

„როცა მარიუპოლს და „აზოვსტალის“ ქარხანას რუსული ბომბები აწვიმდა და ყველაფერი ბეტონის მტვერში იყო გახვეული, ნატალიას, ეგონა, რომ გული უჩერდებოდა“, – წერს გამოცემა.

„მეგონა, ბუნკერი ამას ვერ გაუძლებდა, საშინელი განცდა მქონდა“, –  ამბობს ნატალია და დასძენს:

„როდესაც ბუნკერმა რყევა დაიწყო, ისტერიკაში ჩავვარდი, ვეღარაფერს ვგრძნობდი. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მზე არ გვინახავს, არ იყო ჟანგბადი, თქვენ ვერასოდეს გაიგებთ, რა გადავიტანეთ, ის, რაც ვნახეთ, საშინელებაა“. – ამბობს ნატალია უსმანოვა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g