LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის სახლიდან გასვლის აკრძალვა იხსნება

327
untitled-design-96

70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის სახლიდან გასვლის აკრძალვა იხსნება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თუმცა, მანვე ასაკოვან ადამიანებს რეკომენდაციით მიმართა, რომ აუცილებლობის გარდა სახლიდან არ გავიდნენ.

„უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ ვინაიდან ეს ადამიანები წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს, ჩვენ მივმართავთ მათ რეკომენდაციით, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ გავიდნენ სახლიდან და შინ დარჩნენ,“ – განაცხადა ჩიქოვანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები