LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეზღუდვები იმოქმედებს ქვეყანაში 23 მაისიდან

376
tbilisi

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგი გამართა. მან ისაუბრა იმ შეზღუდვებზე, რომლებიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემდეგ იმოქმედებს:

“დღეს, როდესაც ბევრ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ისევ გრძელდება, ერთობლივმა წარმატებულმა ნაბიჯებმა და ქვეყანაში გატარებულმა ღონისძიებებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ვისაუბროთ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასა და სხვა შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე.

23 მაისიდან ტაქსის მძღოლებისთვის პირბადის გამოყენება სავალდებულო გახდება

23 მაისიდან ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებული იქნება პირბადე გამოიყენოს. ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ძალაში რჩება შეზღუდვა ტაქსით სამზე მეტი ადამიანის გადაადგილების შესახებ. 23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება და დისტანციის დაცვა – ირაკლი ჩიქოვანი 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის სახლიდან გასვლის აკრძალვა […]

საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 23 მაისის 00:00 საათიდან გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. მიუხედავად ამისა, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია გარკვეული რეგულაციების შენარჩუნება. პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შესაბამისადაც მთავრობის დადგენილებით დარეგულირდება ყველა შეზღუდვა, რომელიც იმოქმედებს 15 ივლისამდე.

70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის სახლიდან გასვლის აკრძალვა იხსნება

კერძოდ, 23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა. კარანტინი გაუქმებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საკარანტინო ზონებად რჩება მხოლოდ სოფლები მუშევანი და გეტა, სადაც მიმდინარეობს აქტიური პრევენციული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები. საკარანტინო ზონად კვლავაც რჩება ​თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. უქმდება 3-კაციანი შეზღუდვა ავტომობილებზე და ის იმოქმედებს მხოლოდ ტაქსით მომსახურების დროს. ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებულია, ატაროს პირბადე. უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ ჩვენ მივმართავთ მათ რეკომენდაციით, უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ გავიდნენ სახლიდან“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები