LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

86 წლის სოფი ლორენისთვის ფლორენციის მერმა ვიოლინოზე O sole mio შეასრულა

166
sofiloren45

86 წლის ლეგენდარულ მსახიობს, სოფი ლორენს ფლორენციის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ღონისძიებაზე იტალიური კინოს ლეგენდა თეთრი ფერის პიჯაკსა და შარვალში გამოწყობილი გამოჩნდა. მას საპატიო მოქალაქის გასაღები საჯაროდ ფლორენციის მერმა გადასცა და მისთვის პერსონალურად ლეგენდარული კომპოზიცია O sole mio  ვიოლინოზე შეასრულა.

ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ სოფი ლორენთან ერთად რესტორნის გახსნის ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა. რესტორანს სოფი ლორენის სახელი მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები