LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

87 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა მას შემდეგ, რაც ექიმებმა მის ახლობლებს სთხოვეს, “უარესისთვის მომზადებულიყვნენ”

180
87yearsoldmancvd

პერსი ევერტ ლოკტონს კორონავირუსის დიაგნოზი მას შემდეგ დაუსვეს, რაც 87 წლის მამაკაცი კარიბის ზღვის კრუიზიდან დაბრუნდა. ლოკტონი კრუიზში თავის ცოლთან, ფილისთან ერთად მიმყოფებოდა. სახლში დაბრუნებიდან მალევე კი იგი ჰოსპიტალში აღმოჩნდა. ამის შესახებ ,,სიენენი” წრეს.

პერსის შვილიშვილის, სოფის განცხადებით, ექიმებმა ოჯახს ,,უარესისთვის მომზადება ურჩიეს”, თუმცა საბედნიეროდ, თერაპიამ შედეგი გამოიღო და 87 წლის პაციენტის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდებოდა. საბოლოოდ პერსი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდანაც გაწერეს.

ფოტო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ტოვებს პესი საავადმყოფოს, სოციალურ ქსელში სოფიმ ატვირთა. ,,ეს ჩემი ბაბუაა, რომელიც ორ კვირაში გამოჯანმრთელდა კოვიდ-19-ით გამოწვეული პნევმონიისგან და სახლში მოდის, ბებიასთან” – აცხადებს ბედნიერი შვილიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები