LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 წლის გოგონა, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს, პარიზის მოდის კვირეულზე გამოვიდა [ვიდეო]

214
-109015159-daisymaypfw

9 წლის გოგონა, რომელსაც ორივე ფეხის ამპუტაცია აქვს ჩატარებული, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, იმ ჩვენებაზე გამოვიდა, რომელიც ეიფელის კოშკში გაიმართა.

დეისი მეი ბირმინგემიდანაა. ის პირველი მოდელია, რომელმაც შოუზე ბუნებრივი ფეხების გარეშე გაიარა.

პარიზში, დეისი Lulu et Gigi-ს ჩვენებაზე გამოვიდა, რომლის დამფუძნებელი ენი-ჰეგედუს ბაირონია და რომელიც მსოფლიოსთვის ცნობიერების ამაღლებას ცდილობს.

მისი მამა ალექსი ამბობს, რომ გოგონამ ყველაფერი დაიმსახურა და ის მისით ამაყობს.

“შაბათ-კვირას მან შეასრულა სკოლის დავალებები, შემდეგ გამოვიდა ამ საოცარ შოუზე და ორშაბათს, ჩვეულებრივად, ისევ სკოლას დაუბრუნდა,” – განაცხადა მან.

 

9 წლის გოგონა ფეხების ძვლის გარეშე დაიბადა. [ფიბროზული ჰემიმელია] ამის გამო, მას ორივე კიდური თავიდანვე მოკვეთეს, ამიტომ ახლა მისთვის გავლა, ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ჩვენთვის, განსაკუთრებით კი პოდიუმზე.

დეისის მამა ამბობს, რომ გოგონამ გამოსვლისთვის მხოლოდ სახლის პირობებში ივარჯიშა, მაგრამ პოდიუმზე არაჩვეულებრივად წარსდგა.

მანამდე დეისი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზეც გამოჩნდა და როგორც მისმა მშობლებმა განაცხადეს, შემოთავაზებებს სხვა შოუებიდანაც ელოდება.

გოგონამ სამოდელო კარიერაში თავი პირველად 18 თვის წინ მოსინჯა და უკვე ნამუშევარი აქვს ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა:  River Islands, Matalan და Nike.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები