„მაესტრო“ ავრცელებს ეროვნულ გამოცდებზე ჩაწერილ კომენტარს ერთ-ერთ აბიტურიენტთან, რომელიც გამოცდიდან მალე გამოვიდა.

„მე სწრაფად დავწერე, შეცდომების ფურცელიც არ მიხმარია. ძალიან მეჩქარებოდა და ამიტომ გამოვედი ასე სწრაფად“

სად გეჩქარება?

ბავშვი მყავს დატოვებული სახლში და მერე სამსახურში უნდა წავიდე. მეგობართან მყავს დატოვებული, მაგრამ არ გაჩერდება დედიკოსა და მამიკოს გარეშე. დედა ჯერ კიდევ შიგნითაა, გამოცდაზე, წერს…“

ვიდეოს კომენტარის ავტორები აბიტურიენტ მშობლებს წარმატებას უსურვებენ.

„ძმა ხარ, დასცხე მეორეც“, აღნიშნავს ერთ-ერთი კომენტარის ავტორი.

„ყველაზე მაღალ ქულას უნარებში მიიღებს, დარწმუნებული ვარ!..“, დასძენს მეორე.

მსგავსი თემები