LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბსურდი და შეურაცხმყოფელი იყო თავისი შინაარსით – პრეზიდენტი პრემიერის გამოსვლაზე

211
სალომე

მე ვარ აღშფოთებული იმისგან,  თუ რა მოვისმინე დღეს პარლამენტში. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროპელ პარტნიორებს უნდა აჩვენოს, რომ სურს მათთან ყოფნა.

ზურაბიშვილის პირველი ვეტო – პრეზიდენტმა მოსმენების კანონს ვეტო დაადო

პრეზიდენტის განცხადებით, დღეს პარლამენტში გამოჩნდა დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, ერთმანეთის არმოსმენა.

„ერთი მხრივ მოსახლეობა ყველაფერს აკეთებს, რომ თავისი სათქმელი თქვას. ის, რაც ჩვენ ორშაბათს ვნახეთ ნამდვილად იყო საზოგადოების გამოხატულება. სამწუხაროდ, დღეს ვნახეთ მეორე სახე, მე ვარ სრულიად შეშფოთებული იმისგან, რაც პარლამენტში მოვისმინე. რაც დავინახეთ ეს არის იმის საწინააღმდეგო, რაც საზოგადოებამ აჩვენა, საზოგადოებამ აჩვენა თავშეკავება, ზრდილობა ერთმანეთის პატივისცემა, პარლამენტმა საპირისპირო აჩვენა.

დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, ერთმანეთის არმოსმენა, ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გვეჩვენებინა ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ, ვაჩვენეთ. ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა, რომელიც თუ რამე გამოსვლა ყოფილიყო რომელიც გაგზავნიდა ბრიუსელისკენ ნეგატიურ სურათს და გზავნილს, რომ ჩვენ ჩვენ ყველაზე კარგები ვართ თურმე, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და მოლდოვა, ვერ გავიგეთ რატომ არიან ისინი ჩვენზე წინ, ერთადერთი ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ არა.

აბსურდი და შეურაცხმყოფელი იყო თავისი შინაარსით. შენ როცა ელოდები ჩვენი პარტნიორებისგან ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, სულ მცირე მოგეთხოვება ორი რამ – ერთი, რომ შენი ხალხის ხმა გაიგო, რაც მოეთხოვება ნებისმიერ ხელისუფლებას და მეორე, რომ შენ გაიგო შენგან რას ელოდებიან ის პარტნიორები, რომლებიც ზეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

ისინი ელოდებოდნენ ერთ მარტივ რამეს, რომ გამოთქმულიყო ნება, კი ჩვენ წავიკითხეთ რეკომენდაციები, ამას ჩვენ გავაანალიზებთ და მზად ვართ, ყველამ ერთად არაპოლარიზებულად, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ წლის ბოლოს შევასრულოთ ის, რაც არის ჩვენს მიმართ გზავნილი, რომ თუ გადადგამთ რამდენიმე ნაბიჯს, პოლიტიკური ნება გამოჩნდება, თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს. ვინც მოუსმინა, მგონი გაოგნებულია დღევანდელი დღით.

მეც ვარ გაოგნებული. მინდა აქედან გავაგზავნო ბრიუსელში გზავნილი, რომ ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოახლოების ნება, ეს არ ვიცი რას წარმოადგენს, ნებსით ხდება თუ უნებლიეთ, საგანგებოდ არის გაკეთებული, უკვე ამ ყველაფერზე პასუხი აღარ მაქვს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g