LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილი მზად არის, სახალხო დამცველს შეხვდეს – რას აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში

153
Untitled design (2)

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის, რომ სახალხო დამცველს შეხვდეს.

„მზად ვარ შევხვდე მიხეილ სააკაშვილს” – ლევან იოსელიანი

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ „ფორტუნას“ განუცხადა და აღნიშნა, რომ ახლად არჩეული სახალხო დამცველის მისამართით  ამზადებს წერილს, რომ წინა  სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კომისია არ გაუქმდეს:

„რა აქვს მიხეილ სააკაშვილს საწინააღმდეგო თუ სახალხო დამცველი შევა? რა თქმა უნდა, მზად არის.

პირიქით, ჩვენ სულ ვამბობთ, რაც მეტი ინსტიტუცია იქნება ჩართული და ობიექტურ დასკვნას დადებენ ამ კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და საფრთხეებთან დაკავშირებით, არაფერია საპრეტენზიო, პირიქით, მით უმეტეს, წინა სახალხო დამცველმა უზარმაზარი სამუშაო გასწია.

შექმნილია ფორმატი.. წერილს ვამზადებ, ხვალ უნდა გავუგზავნო სახალხო დამცველს, რომ არ გაუქმდეს სამსამედიცინო კომისია და მან აუცილებლად გააგრძელოს მუშაობა.

ტექნიკური საკითხია – სახალხო დამცველმა თვითონ უნდა მიმართოს პენიტენციურ სამსახურს და პენიტენციური სამსახური მისცემს ნებართვას. შეიძლება ავად იყოს იმ დროს და ფიზიკურად ვერ შეძლოს, მაგრამ შევა ერთ საათში“, – განუცხადა შალვა ხაჭაპურიძემ „ფორტუნას“.

ამასთან, „ფორტუნას“ სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს, რომ როდესაც შეხვედრა დაიგეგმება, ინფორმაციას გაავრცელებენ.

ცნობისათვის, გუშინ ახლად არჩეულმა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ყოველთვის მზად არის, მივიდეს და შეხვდეს მიხეილ სააკაშვილს. მისივე თქმით, ის აპირებს შეხვდეს სახალხო დამცველის შუამავლობით შექმნილ ექიმთა კონსილიუმს, ასევე მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს.