LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აფხაზეთში არიან იქ დაბადებული ადამიანები, სადაც ადრე ქართველები ცხოვრობდნენ – არასწორია, თუ ვინმე მეტყვის, რომ სადაც დავიბადე, ის ადგილი სამართლიანად არ მეკუთვნის“ – იაგო ხვიჩია

417
იაგო ხვიჩია

„დღეს, იქ [ოკუპირებულ აფხაზეთში] არიან ადამიანები, შეიძლება, თაობა შეცვლილია, რომლებიც საერთოდ იქ დაიბადნენ, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ ადრე და „თუ იქ დავიბადე, მე სამართლიანად მაქვს მიღებული“ თუ ვინმე მეტყვის, რომ მე სადაც დავიბადე, ის ადგილი სამართლიანად არ მეკუთვნის, ჩემი აზრით, ეგ არასწორია“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც მან „გირჩი TV“-ის ეთერში, საკუთარ საავტორო გადაცემაში „აფხაზეთთან ურთიერთობის აღდგენის გეგმაზე“ საუბრისას აღნიშნა, მთავარი ხელშემშლელი ფაქტორია კონფლიქტები საკუთრებით თემაზე.

მისი თქმით, ერთი მხარე გვყავს ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს იქ საკუთრება სრულიად უსამართლოდ და მეორე მხრივ, გვყავს ადამიანები, რომლებმაც ასევე სრულიად უსამართლოდ მიიღეს საკუთრება.

„უნდა მოვიფიქროთ ისეთი ტიპის წესრიგი, სადაც რაღაცნაირად განეიტრალებული ან შერბილებული იქნება საკუთრებითი დავები ერთმანეთთან, იმიტომ, რომ ეს არის დაუსრულებელი კონფლიქტის წყარო, თუ შენ ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან გასაგები პოზიცია არ გაქვს.

ჩვენ ასეთი პოზიცია გვაქვს: არცერთ ქონებას არ ვართმევთ არავის იძულებით, ანუ არცერთ აფხაზთან არ მივდივართ და არ ვეუბნებით, რომ „შენ გამოდი შენი სახლიდან, ეს ქართველების სახლი იყო“.

პირიქით, ვამბობთ, რომ ჩვენ ამ ქონებრივი საკითხის გადასაწყვეტად ვენდობით არა ჩვენ სასამართლოს, მურუსიძის სასამართლოს, არამედ, ვენდობით აფხაზურ სასამართლოს, ოღონდ ერთი პირობით – დავის განხილვის შემთხვევაში, წაგებული მხარე სახელმწიფო ქონებიდან, რაც არის ტერიტორიის 90%, მიიღებს არანაკლებ, შეიძლება უფრო მეტის ღირებულების ქონებას, ვიდრე სადავო ქონება იყო.

როგორც უნდა, ისე გადაწყვიტოს აფხაზურმა სასამართლომ ის კონკრეტული საქმე, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ მეორე მხარეს ანუ „წაგებულ მხარეს“ საკომპენსაციოდ უფრო მეტი ან იდენტური ქონება აქვს, ვიდრე იმას, რაზედაც დავობდა. ამით, ჩემი აზრით, ყველა დავა თავისი შინაარსით დაკარგავს დავის მთავარ პრობლემას – კონფლიქტს, წაგებული არავინ არ არის“. – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g