LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგერ ტაქსით მოვდივარ უკან: პოლიციის მიერ აქციიდან გაყვანილი გიგი უგულავა აქციაზე ბრუნდება

262
77094401-2627964270630576-6456351554113896448-n

ხმაური და დაპირისპირება იყო დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, სადაც რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი და საზოგადოებრივი მოძრაობების აქტივისტები იყვნენ შეკრებილი. აღნიშნულ შენობაში გაიმართა მთავრობის მიერ ბიზნესპროექტის წარდგენა-პრეზენტაცია, რომელსაც მმართველი გუნდის სხვა წევრებთან ერთად ესწრებოდა პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია.

აქციის მონაწილეები შეძახილებით და სირცხვილის კორიდორის მოწყობით ცდილობდნენ მთავრობის წევრებისთვის მიეწვდინათ ხმა, რომ საქართველოს მთავრობამ შეასრულოს დანაპირები და გაითვალისწინონ ხალხის მოთხოვნა, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს.

აქციაზე მობილიზებულ სამართალდამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის რამდენჯერმე მოხდა მცირე ინციდენტი. ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევის დროს საპატრულო პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა „ევროპული საქართველოს“  ლიდერი გიგი უგულავა. აქციიდან ოპოზიციის წარმომადგენელი საპატრულო მანქანით გაიყვანეს და როგორც ადგილზე გავრცელდა ინფორმაცია, ის მხოლოდ სიტუაციას განარიდეს.

 

დაკავებიდან რამდენიმე წუთში, პირადად გიგი უგულავამ საკუთარ გვერდზე დადო ფოტო და განმარტა, რომ ის თავისუფალია და აქციაზე ტაქსით ბრუნდება.

„მოსამართლეების დანიშვნას რომ დაიწყებთ, მერე ნახეთ არმაგედონი…” – გიგი უგულავა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები