ამერიკელი კანონმდებლები სოციალური მედიის აპლიკაცია TikTok-ის აკრძალვის ინიციატივით გამოდიან, რომელიც მოკლე ვირუსული ვიდეოებით არის ცნობილი. მიზეზი ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებია.

კანონპროექტის შემუშავება აშშ-ში ჩინური ტექნიკური გიგანტის ByteDance-ის კომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული ერთ-ერთი ბოლო აქტივობაა.

გასულ თვეში, FBI-ს ხელმძღვანელმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ჩინეთს შეეძლო აპლიკაციის გამოყენება მომხმარებლებზე ზემოქმედების მიზნით ან მათი ელექტრონიკის გასაკონტროლებლად. აშშ-ის რამდენიმე შტატმა აპლიკაციის გამოყენება სამთავრობო მოწყობილობებიდან აკრძალა.

BBC-ის ცნობით, კანონპროექტს დიდი შანსები აქვს.

TikTok-მა, რომელსაც 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს შეერთებულ შტატებში, გამოხმაურებებს უწოდა „პოლიტიკურად მოტივირებული აკრძალვა, რომელიც არაფერ კარგს არ მოიტანს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის“.

როგორც სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის თანამშრომელმა კეიტლინ ჩინმა აღნიშნა, TikTok-ზე პოლიტიკური თავდასხმები მიუთითებს დაძაბულ ურთიერთობებზე აშშ-სა და ჩინეთს შორის.

სოფიო ბერიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები