LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდა ბებია ნინო თოლორდავა: „ცხოვრების წესი შევცვალე, რადგან აღარ ავრ არც 20 და არც 25 წლის…“

1694
ninotolordava195

ტელეჟურნალისტი ნინო თოლორდავა, რომელიც მცირე ხნის წინ ბებია გახდა, „პოსტ ალიონის“ ეთერში პასუხობს კითხვას, რა სურთ ქალებს და საკუთარი თავის მოვლაზეც აკეთებს კომენტარს.

ნინო თოლორდავა:

„ქალს უნდა ბედნიერება. ის უნდა იყოს ბედნიერი და რეალიზებული. თუკი ის ასეთია, ბედნიერებას კიდევ უფრო მეტად აჩუქებს, ოჯახის წევრებს – ქმარსა და შვილებს, რადგან აკეთებს იმ საქმეს, რაც მოსწონს.

თავის მოვლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თავდაჯერებული ხარ, როდესაც შესაბამისად გამოიყურები.

ბოლო პერიოდში, ჯანმრთელი ცხოვრების წესზე განსაკუთრებული აქცენტი მაქვს გადატანილი. ალბათ, ეს ასაკმა და გამოცდილებამ მოიტანა.

არ მაქვს დათვლილი, რა დროს ვუთმობ თავის მოვლას, რადგან ეს ჩემი ცხოვრების წესია. ვგულისხმობ ფიზიკურ აქტივობას, სწორ კვებას, ბოლო დროს გადავწყვიტე, სხვანაირად ვიკვებო. ეს მოიტანა იმან, რომ აღარ ვარ არც 20 წლის და არც 25-ის… შევცვალე ცხოვრების წესი და კვების რაციონი სწორედ ამ მიზეზით. როცა ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობ, სხვანაირად გამოიყურები.

ძალიან მნიშნელოვანია, გვერდში ადამიანის დგომა და მის მიერ გაცემული სითბო შენდამი, სიყვარული, მხარდაჭერა და მზრუნველობა არის უმნიშვნელოვანესი. ჰარმონია მასთან და საკუთარ თავთან…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g