LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდრე რუსეთი ისე იქცევა, როგორც ახლა, არ მგონია, ჩვენ შეგვეძლოს პირდაპირ ახლა თანამშრომლობაზე გადასვლა – სალომე ზურაბიშვილი

zurabishvili_pk

ვიდრე რუსეთი ისე იქცევა, როგორც ახლა, არ მგონია, ჩვენ შეგვეძლოს პირდაპირ ახლა თანამშრომლობაზე გადასვლა. ამის შესახებ საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება ოკუპაციის ხაზზე, სადაც ხალხს იტაცებენ და ეს ხაზი ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში გადმოდის, იმის გათვალისწინებით თუ როგორ იქცევა რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში, არ მგონია, რომ ყველაფერი ეს იმას ნიშნავდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ახლა თანამშრომლობაზე გადავიდეთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პროევროპული პოზიცია უკავია და იმ შემთხვევაში, თუ დასავლელი პარტნიორები ევროპისა და ამერიკის სახით რუსეთთან დიალოგს დაიწყებენ, საქართველო გვერდზე არ დარჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g