ალა პუგაჩოვამ რუსეთში შესაძლო დაბრუნებაზე პირველი კომენტარი გააკეთა. გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში პუგაჩოვა ამბობს, რომ სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაბრუნდება. ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, შეხვდება თუ არა ალასა და მაქსიმ გალკინის ოჯახი რუსეთში ახალი სასწავლო წლის დაწყებას, მუსიკოსი პასუხობს: „რა თქმა უნდა, 1-ელ სექტემბერს სწავლა იწყება, ბავშვები სკოლაში მიდიან“.
ამჯერად ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი ისრაელში იმყოფებიან, სადაც თებერვალში გაემგზავრნენ. წყვილი აქტიურად და ღიად გმობს რუსულ აგრესიას უკრაინის ტერიტორიაზე.
„ისე დამცინით, ბებერიაო, თითქოს თქვენ არასოდეს დაბერდებით“ – ალა პუგაჩოვა
ალა პუგაჩოვას და მაქსიმ გალკინს ისრაელში რეალური შოუს წაყვანა შესთავაზეს
რუსეთის „პირველი არხზე“ მაქსიმ გალკინს ქართველი ბალერონი, პუტინის მეხოტბე, ნიკოლოზ ცისკარიძე შეცვლის