უინძორის სასახლეში რაინდის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო გაიმართა, რომელსაც სამეფო ოჯახი სრული შემადგენლობით დაესწრო. ღონისძიებას მასპინძლობდა თავად დედოფალი, ხოლო სტუმრებს შორის იყვნენ პრინცი ჩარლზი, კამილა პარკერ-ბოულზი, ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი.
ამ გამოსვლისთვის ქეითი ბრწყინავდა „ალექსანდრე მაკქუინის“ ულამაზეს ცისფერ კაბაში, რომლის ღირებულება 560 ევროა. ანსამბლს ამშვენებდა „კოლინსის“ 8400 ევროს ღირებულების უძვირფასესი სამკაული და „აქუაზურას“ ხავერდის ფეხსაცმელი.
ქეით მიდლტონი ბიუჯეტური ბრენდის 50 დოლარიან პიჯაკში გამოჩნდა
ქეით მიდლტონი „ემილია ვიკსტიდის“ ვარდისფერ კაბაში საგაზაფხული წვეულებაზე