LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ ორ ფოტოს 30 წელი აშორებს” – როგორ გამოიყურებოდა მაია ასათიანი 15 წლის ასაკში

690
BeFunky-collage (3)

ერთი წლის წინ მაია ასათიანის თოქ შოუ „პროფილი“ დაიხურა, ეთერში მისი ბოლო გადაცემა გავიდა და ამ გადაწყვეტილების შემდეგ მაია ასათიანი ეკრანს არ დაბრუნებია.

თუმცა, ტელეწამყვანი საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში და გულშემატკივრებს ხშირად უზიარებს სხვადასხვა ყოველდღიურ ფოტოებს.

ამჯერად, მაია ასათიანმა 15 წლის ასაკში გადაღებული ფოტო გაავრცელა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ასაკში დაიწყო პირველი სატელევიზიო სეზონი.

“ცხოვრება მაინც ძალიან საინტერესო რამეა.. ამ ორ ფოტოს 30 წელი აშორებს”, – წერს ტელეწამყვანი.

მაია ასათიანი: “ჯანმრთელად ვარ, ცოცხალი ვარ, ყოველი დღის გათენება მიხარია, სუიციდის მცდელობა მქონდა 5 წლის წინ, ნუ ახდენთ ამ თემით სპეკულირებას…”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები