LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ასათიანი: “ჯანმრთელად ვარ, ცოცხალი ვარ, ყოველი დღის გათენება მიხარია, სუიციდის მცდელობა მქონდა 5 წლის წინ, ნუ ახდენთ ამ თემით სპეკულირებას…”

951
BeFunky-collage (4)

ცნობილმა ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა სოციალურ ქსელის საშუალებით საზოგადოებას მიმართა.

როგორც ასათიანმა განაცხადა, ის თავს კარგად გრძნობს და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სუიციდის მცდელობა ახლა ჰქონდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

“სუიციდის მცდელობა მქონდა 5 წლის წინ, როცა მითხრეს, რომ ჩემი შვილი გარდაიცვალა, მაშინ და არა ახლა.

არ ვწევარ საავადმყოფოში და ნუ ახდენთ ამ თემით სპეკულირებას…

“ჯანმრთელად ვარ, ცოცხალი ვარ, ყოველი დღის გათენება მიხარია,” – აღნიშნა მაია ასათიანმა.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაია ასათიანი სუიციდის მცდელობის, უმუშევრობისა და იმის შესახებ, რომ მარტო ცხოვრობს წერდა:

„თუ ეს ვინმეს დააწყნარებს, სუიციდის მცდელობა მქონდა და გადამარჩინეს. ვცხოვრობ მარტო, ორ ძაღლთან ერთად, მაქვს კრედიტი, ვარ უმუშევარი. საქმეს, რომელსაც 15 წელი ვემსახურები, სამწუხაროდ, ვარ ჩამოშორებული. არ მაქვს ჩემი საკუთარი ოჯახი, ჩემს თავზე მხოლოდ მე უნდა ვიზრუნო და მიუხედავად ამისა, ყოველი დღის გათენება მაინც მიხარია. ნუ დამღალეთ კითხვით, რატომ ვარ ცოცხალი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები