LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამიერიდან ილაპარაკებს მხოლოდ პუტინი, ყველა განსხვავებული აზრი დაიბლოკება“ –  სოლოვიოვის მორიგი ისტერიკა ეთერში

6693
soloviovi

რუსეთის მთავარი პროპაგანდისტი ჟურნალისტი, ვლადიმერ სოლოვიოვი უკვე ემოციებს ვერ აკონტროლებს. კრეისერ „მოსკვაზე“ ეთერში ატეხილი ისტერიკის მერე, ამჯერად სოლოვიოვმა მთელი აგრესია თავისი საავტორო გადაცემის დროს, მონოლოგში გადმოიტანა. ის მკაცრად აფრთხილებს ყველა რუს პოლიტიკოსს, არ გაბედოს განსხვავებული აზრის დაფიქსირება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სოლოვიოვი უმკაცრესი რეაქციებით იმუქრება.

„პირდაპირ გაფრთხილებთ ყველას, ჩვენ გვაქვს ასეთი ამოცანა. მხოლოდ ერთი ადამიანი, ქვეყნის მთავარსარდალი, პრეზიდენტი პუტინის წყვეტს ყველაფერს. მან დაისახა მიზნად უკრაინაში სამხედრო ოპერაცია შემდეგი მისიით, დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, ნეიტრალური სტატუსი, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, ამიტომ ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსის არამყარი კომენტარები, რომლებიც წინააღმდეგობაშია პუტინის ამ მოსაზრებასთან, არის დასაგმობი. ამიტომ, ამიერიდან ილაპარაკებს მხოლოდ პუტინი, ყველა განსხვავებული აზრი დაიბლოკება“– ამბობს სოლოვიოვი.

იტალიაში პუტინის პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის ვილა გადაწვეს

სოლოვიოვი უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე: 1000-ზე მეტი ქართველია – ამ არაადამიანურ, სასტიკი დაჯგუფებას საქართველოს ხელისუფლებაშიც კრიმინალებად მიიჩნევენ… რუსეთმა მათზე სამართლებრივი დევნა დაიწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g