LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამირან გამყრელიძე: კახეთში, ღია სივრცეში ვისადილეთ რეგულაციების სრული დაცვით – სუფრაზე მყოფი ყველა პირი აცრილი იყო

694
ამირან-გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს ეხმაურება, სადაც ის თანამშრომლებთან ერთად კახეთში, რეგულაციების დაცვის დარღვევით სადილობს.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, კახეთში, ღია სივრცეში, რეგულაციების დაცვით ისადილეს.

მისივე განმარტებით, სუფრაზე მყოფი ყველა პირი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი იყო.

„გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ვიყავი თანამშრომლებთან ერთად 24 სექტემბერს წინანდალში, ადგილობრივ მედიასთან და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებთან შეხვედრაზე, რომელიც ვაქცინაციის გააქტიურების საკითხებს ეხებოდა.

25-ში გახლდით სოფელ ყარაჯალასა და ველისციხეში მოსახლეობასთან შეხვედრებზე და ავცერით ასევე მსურველები.

სტუდია მონიტორი: 25 სექტემბერს ამირან რეგულაციების დარღვევით ისადილა

დავათვალიერეთ ღვინის ძველი ქართული ტრადიციით დამზადების მუზეუმი-მარანი და ვისადილეთ ღია სივრცეში შესაბამისი რეგულაციების დაცვით.

ყველა გახლავართ სრულად აცრილები. მარანმა გადაიღო რამდენიმე სამახსოვრო ფოტო“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ამირან გამყრელიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები